ყველაზე ძვირადღირებული ნაავარიები მანქანა
ყველაზე ძვირადღირებული ნაავარიები მანქანა
10.06.2015
არ ვხრუმრობთ, მართლა! ”მისტერ ბინმა” თავისი ორჯერ ნაავარიები ”მაკლარენი” 10,86 მილიონ ევროდ გაყიდა!

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს სუპერსპორტული ავტომობილი ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ნაავარიები მანქანაა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იმ ავტომობილებს შორის, რაც ოდესმე ბრიტანეთში გაყიდულა.
Auto Bild
არადა, კომიკოს როუენ ატკინსონს, რომელსაც ყველა ”მისტერ ბინის” სახელით ვიცნობთ, ეს ავტომობილი ორჯერ სერიოზულად დაუზიანდა.
► 1999 წელს მას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხვირი დაუზიანდა და პირველად სწორედ მაშინ აღმოჩნდა ”პროფილაქტიკაში”.
► 2011 წელს კი ატკინსონი მეორედ მოყვა ავარიაში და ამჯერად ისე დაზიანდა, რომ
ავტომობილის შეკეთებას ერთი წელიწადი დასჭირდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, ”მისტერ ბინს” მეორე ავარიის შემდეგ თავისი მაკლარენის შეკეთება 1,2 მილიონი ევრო დაუჯდა - იმაზე მეტი, ვიდრე 1997 წელს ახალ მანქანაში გადაიხადა.

ეს გახლავთ McLaren F1, რომლის სულ 64 ეგზემპლარი შეიქმნა. აქვს 6,1-ლიტრიანი ძრავა, V12 ძრავა. ატკინსონის ”მაკლარენის” სიმძლავრე 635 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სისწრაფე კი - 380 კმ/სთ.

თავად ატკინსონის თქმით, რესტავრაციის შემდეგ ის ამ მანქანით თითქმის ყოველდღე სარგებლობა და ამ დროისთვის 41 000 მილი აქვს გავლილი. ალბათ გაინტერესებთ, ვინ შეიძინა ეს მანქანა - სამწუხაროდ, მყიდველის ვინაობა
გასაიდულოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბრიტანელი ავტომოყვარულია და აცხადებს, რომ მუზეუმში კი არ დააყენებს, არამედ ამ მანქანით ისიც თითქმის ყოველდღე ივლის.

Auto Bild
2011 წელს ატკინსონი მეორედ მოყვა ავარიაში და ამჯერად ისე დაზიანდა, რომ ავტომობილის შეკეთებას ერთი წელიწადი დასჭირდა


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად