რომელი მანქანით მოხიბლავთ ქალს ან მამაკაცს
რომელი მანქანით მოხიბლავთ ქალს ან მამაკაცს
09.06.2017
Forsa-ს მიერ მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად კაბრიოლეტის საჭესთან მსხდომი ქალები იზიდავთ, ქალებს კი პირიქით - მამაკაცები კაბრიოლეტებით. მართალია, დღეს ყველაზე მოთხოვნადი SUV-კლასის ავტომობილებია, მაგრამ კაბრიოლეტისადმი სიყვარული არ განელებულა - მით უმეტეს წელიწადის ამ დროს, ზაფხულში.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ქალებს უყვართ კაბრიოლეტები...
Auto Bild

  • 10 116 გამოკითხულიდან 48 პროცენტმა განაცხადა, თუ ფლირტის ობიექტი ავტომობილის მიხედვით უნდა აირჩიოს, მაშინ უპირატესობას კაბრიოლეტის საჭესთან მჯდომ ქალს (ან, შესაბამისად, მამაკაცს) მიანიჭებს.
კაბრიოები განსაკუთრებით ქალბატონებს უყვართ. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ
კაბრიოლეტი ყველა სხვა კლასის ავტომობილზე მეტად იწვევს თავისუფლების შეგრძნებას. ავტომობილი გადახდილი სახურავით ზრდის სიამოვნების ფაქტორს და მის მძღოლსაც და ყველას, ვინც მას შეხედავს, კარგ ხასიათზე აყენებს.

Auto Bild

აღსანიშნავია, რომ კაცებს უფრო მძლავრი ძრავების მქონე კაბრიოლეტები უყვართ, ქალებისთვის კი სიმძლავრე და ძრავის მოცულობა სულერთია - მათთვის მთავარი დიზაინია. ქალებს სათავისოდ ძირითადად კომპაქტური კაბრიოლეტები მოსწონთ - ისეთები, როგორებიცაა Peugeot 206 CC, 207 CC, VW Golf Cabrio ან Mercedes SLK. იმ დროს, როცა კაბრიოლეტის მფლობელ ყოველი მესამე მამაკაცი 2 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავას ირჩევს, ქალების უმრავლესობას მაქსიმუმ 2-ლიტრიანი ძრავის
მქონე კაბრიო ჰყავს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქალებს კაბრიოლეტები მართლაც განსაკუთრებით უხდებათ.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ფლირტის, თავისუფლების, კაბრიოლეტების დროა!
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად