სუპერსპორტული Mercedes CLK GTR 2,5 მილიონ ევროდ!
სუპერსპორტული Mercedes CLK GTR 2,5 მილიონ ევროდ!
29.05.2015
ეს Mercedes CLK GTR ძალიან შავი და ძალიან სპორტულია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს : ერთადერთია! და ამ ერთადერთ ეგზემპლარს ივნისში, Goodwood-ის ლეგენდარული ფესტივალის ფარგლებში აუქციონზე გაყიდიან.

”მოტორ-ფესტივალი”, რომელიც 25-დან 28 ივნისამდე გაიმართება, ცხენის ძალების ყველა მოყვარულისთვის დიდი ზეიმი და წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ ფესტივალზე ისეთი ორთვალებისა და ოთხთვალების ნახვაა შესაძლებელი, როგორებსაც ჩვეულებრივ მხოლოდ მუზეუმებში თუ ნახავ და ისიც ცალ-ცალკე. ”გუდვუდის” ფესტივალზე კი ერთად იკრიბებიან ხოლმე.

თუმცა ამ ივენთით მხოლოდ ისეთი ავტომოყვარულები ისიამოვნებენ ბოლომდე, რომლებსაც სქელი
ჯიბეები აქვთ, რადგან სწორედ აქ ეძლევათ იმის საშუალება, რომ თავიანთი კოლექციები კიდევ უფრო გაამდიდრონ.

Auto Bild
ეს Mercedes CLK GTR ძალიან შავი და ძალიან სპორტულია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ერთადერთია!

26 ივნისს დაგეგმილი აუქციონის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი შავი Mercedes CLK GTR Roadster იქნება, რომელიც 1999 წელს შეიქმნა. ეს გახლავთ ”მერსედესის” GT1-ბოლიდის ცივილური ვერსია. საერთო ჯამში ამ მძაფრი ბენცის მხოლოდ 26 ეგზემპლარი შეიქმნა (აქედან 25 GT1 რბოლებისთვის იყო გამიზნული) და მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი შექმნეს როდსტერის სახითა და შავი ფერით. ამიტომაცაა, რომ აუქციონის შეფები 612-ცხენისძალიანი ”ბენცის” სანაცვლოდ (6,9-ლიტრიანი V12
ძრავა) მინიმუმ 2 ან 2,5 მილიონ ევროს ელოდებიან.

აქვე ჩამოვთვალოთ სხვა კლასიკური მოდელები, რომლებიც გუდვუდის ფესტივალზე ასევე აუქციონზე გაიყიდება:

Auto Bild

► Porsche 718 RS61 Spyder (1961)
ლეგენდარული 550 Spyder-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც მხოლოდ 1,6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ბოქსერ-ძრავა და 160 ცხენის ძალა აქვს. მიუხედავად ამისა, ეს მანქანა მაინც წარმატებული ბოლიდი იყო და როგორც ხვდებით, მისი წარმატების საიდუმლო მცირე წონა გახლდათ. გაინტერესებთ, რამდენს იწონის? მხოლოდ და მხოლოდ 550 კილოგრამს! სავარაუდო ფასი: 2,4-დან 2,8 მილიონ ევრომდე.

Auto Bild

► Williams-Renault FW13B (1990)
ფორმულა 1-ის ბოლიდი (შასის ნომრით FW13B-07), რომელსაც V10 ძრავა უდგას და 700 ცხენის ძალა აქვს. ამ ბოლიდის საუკეთესო შედეგი ამერიკის გრანპრიზე მესამე ადგილი გახლდათ. სავარაუდო ფასი: 130 000-დან 170 000 ევრომდე.

Auto Bild

► Fiat Abarth 750 Bialbero Record Monza (1959)
Abarth-ისა და Zagato-ს ერთობლივი ნამუშევარი, სპორტქარი, რომელიც Fiat 600-ის ბაზაზე შეიქმნა. მისი 4-ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე 72 ცხენის ძალაა. სავარაუდო ფასი: 70 000-დან 99 000 ევრომდე.

Auto Bild

► Porsche 911S 2.4 (1973)
ეს 911 30 წლის განმავლობაში ცნობილ ხელოვან რიჩარდ ჰემილტონს († 79) ეკუთვნოდა - კაცს, რომელიც პოპ-არტის მამად მიიჩნევა. სავარაუდო ფასი: 350 000-დან 420 000 ევრომდე.

იხილეთ ფოტოგალერეა:
►40 კლასიკური მანქანა, რომელიც
აუცილებლად უნდა გიყვარდეს!

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად