ერთი ამერიკელის და კამაროს ამბავი
ერთი ამერიკელის და კამაროს ამბავი
06.05.2015
ალბათ ჭეშმარიტი ავტომოყვარულების უმრავლესობა ოცნებობს, ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ ააწყოს საკუთარი ავტომობილი . წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობაა, როდესაც დაგეგმავ ავტოპროექტს, შეიძენ შესაფერის ავტომობილს და ააწყობ ისეთს, როგორზეც ოცნებობდი. სულ ცოტა იმაზე უკეთესი თუ გამოვიდა, ვიდრე შეძენამდე იყო, შეგიძლია იამაყო.

ამერიკელმა ბრეტ ერვინიმა ისე დაასრულა თავისი 1967 წლის ”კამაროს” პროექტი, სავარაუდოდ მაქსიმალური სიამოვნებაც მიიღო და პროექტიც 100 პროცენტით გამოუვიდა.

5 წლის წინ ბრეტი შეხვდა ადამიანს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა Camaro-ს პროექტი, თუმცა დასასრულებლად ფული არ ყოფნიდა. ადვილი წარმოსადგენია, რას იზამდა ”კამაროს” მოყვარული, ფულიანი ადამიანი ამ
შემთხვევაში. თუმცა შემდეგი ორი წელი კონცეფციის მოფიქრებაში დაიხარჯა.

Auto Bild

”დავიღალე მუდმივად ერთმანეთის მსგავსი ”კამაროების” ყურებით. მინდოდა რაიმე ისეთი შემექმნა, რაც გასაგებიც იქნებოდა, უნიკალურიც და მასაში გამორჩეული,” - ამბობს ბრეტ ერვინი.

ამ მიზნის მიღწევა ისეთი რთული არ აღმოჩნდა, როგორც ბრეტს ეგონა. მისი აზრით, ეს ყველაფერი ექსტერიერის და პროფილის დამსახურებაა: ”პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი პრობლემა საღებავის შერჩევა აღმოჩნდა. მინდოდა რაიმე განსხვავებული, თუმცა დახვეწილი. პრიალა შავი , მქრქალი (ე.წ. ”მატოვი”) შავი ფერის ზოლებით უბრალოდ იდეალურია. პროფილს რაც შეეხება, ეს უბრალოდ ამ მანქანის საუკეთესო პოზიციაა. ჩემთვის, სამუშაოს დაწყების დღიდან უმნიშვნელოვანესი
ნაწილი იყო.”

საბოლოო ჯამში, ბრეტ ერვინს მაინც ნამდვილი, 1967 წლის Camaro ყავს - თავისი ხელით აწყობილი და ინდივიდუალური სტილით აშკარად გამორჩეული.

იხილეთ ფოტოგალერეა:
►ბრეტ ერვინის Chevrolet Camaro

Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად