შესრულებული მისია
შესრულებული მისია
16.03.2015
1972 წელს ”ვოლვოს” ერთმა ინჟინერმა 6-ცილინდრიანი ძრავის მქონე სედანის წინა და კომბის უკანა ნახევარი შეაერთა . ”ვოლვოში” ეს იდეა არ მოეწონათ. არადა, რამდენიმე წლის შემდეგ ევროპა სწორედ კომბი-კლასმა მოიცვა

ფრედრიკ ნიბალდი და მისი Volvo 165 – ეს არაღიარებული იდეის ისტორიაა. ”ისეთი განცდა მქონდა, რომ მისია მქონდა დაკისრებული და თუ მას ვერ შევასრულებდი, მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი, - აცხადებს ნიბალდი და დასძენს, - ჩემი მისია ამ ავტომობილის გადარჩენა იყო!”

ეს ავტომობილია ”ვოლვო”, რომელიც ფაქტობრივად ორი ”ვოლვოა”. წინა მხარეს მაღალი კლასის სედანი 6-ცილინდრიანი
ძღავით, უკან კი საშუალო კლასის კომბი, რომელსაც 4-ცილინდრიანი აგრეგატი ჰქონდა. 1972 წელს ფრედრიკმა ეს ორი მანქანა ხელით შეაერთა.

Auto Bild
ძვირფასი მასალები სალონში. ეს იყო პირველი მდიდრული კომბის იდეა

ნამუშევრის ავტორი შვედი ავტოჟურნალისტი და ოლდთაიმერების ენთუზიასტი გახლდათ, რომელმაც უყურადღებოდ არცერთი დეტალი არ დატოვა. შესაბამისად, ავტომობილის გადარჩენის პირველი მცდელობები, რა თქმა უნდა, გაზეთის ფურცლებზეა აღნუსხული. ნიბალდმა დავიწყებული მანქანის ფოტოები ოლთაიმერების განცხადებების გვერდზე აღმოაჩინა - ეს გახლდათ მდიდრული სედანი 164. ”მდიდრული კომბის იდეა მაშინვე მომეწონა, - იხსენებს ფრედრიკი, - და აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ისე კარგად იყო გაკეთებული, როგორც
სერიული ავტომობილი. ამ მანქანას ისე ვუყურებდი, როგორც ”ვოლვოს” მიერ ხელიდან გაშვებულ შანსს.”

ავტომობილი შეიქმნა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ”მერსედესი” თავის T-Modell-ს გამოუშვებდა და კომფორტული კომბების კლასს ევროპაში დაამკვიდრებდა. თანაც, ”მერსედესმა” ეს იდეა სწორედ ”ვოლვოს” ინჟინრისგან აიტაცა. ეს გახლდათ ერთი შეხედვით მარტივად განხორციელებული იდეა: სედან 164-ისა (6-ცილინდრიანი ძრავით) და კომბი 145-ის (4-ცილინდრიანით) შერწყმა. რაკი ორივეს ერთი პლატფორმა ჰქონდა, საქმე არ გართულებულა. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა ვერ გარისკეს - მათ შეეშინდათ, რომ მდიდრული კომბი თავად 164-ის იმიჯს შელახავდა...

Auto Bild
იმ დროისთვის ამხელა საბარგული უჩვეულო იყო

ახლო წარსულში ნიბალდმა ამ მანქანის პოვნა გადაწყვიტა და პრინციპში, არ გასჭირვებია, რადგან შვედეთში კონკრეტული ავტომობილის პოვნა ძნელი არ არის: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი, რომელიც შვედეთშია რეგისტრირებული. ნიბალდმა სასურველ ეგზემპლარს სტოკჰოლმიდან 180 კილომეტრში მიაგნო. თურმე, მფლობელი სამი თვის წინ გარდაცვლილიყო. ”მანქანა სულ მტვერში იყო, თუმცა ეს ფაქტი მას კიდევ უფრო ალამაზებდა,” - ამბობს ნიბალდი.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შთამომავალს მანქანის გაყიდვა არ უნდოდა. ჩვენი გმირი კი მაინც არ დანებდა და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გააგზავნა მოთხოვნა ამ მანქანის მფლობელის მოსაძებნად და ნახეთ: ავტომობილს უკვე ახალი მფლობელი ჰყავდა. ნიბალდს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა ახალი მფლობელისთვის მილოცვა და მასთან უბრალოდ კავშირის შენარჩუნება. გავიდა კიდევ ორი წელი და ავტომობილმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რამაც ნიბალდს ახალი შანსი მისცა. მართალია, მანქანა დადიოდა, მაგრამ უკვე ძალიან შელახული იყო და ხეირიანი რესტავრირებისთვის დიდი ფული სჭირდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ნიბალდმა სასურველი მანქანა ხელში ჩაიგდო და მის რესტავრაციას დაახლოებით 30 000 ევრო დაახაჯრა.

შესრულებულია თუ არა მისია? ”ამ მანქანასთან ერთად გამოვიარე და გამოვცადე ყველაფერი, რისი გამოცდაც მინდოდა,” - ამბობს ნიბალდი. ასე რომ, მისია შესრულებულია.
ჰენინგ ჰიტცე

Auto BildAuto Bild
1972 წელს 6-ცილინდრიანი ძრავა კომბის წესით არ უნდა ჰქონოდა

► VOLVO 165 E
გამოშვების წელი: 1972 ● გამოშვების ქვეყანა: შვედეთი ● განსაკუთრებულობა: ამ მანქანის სერიული წარმოებისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ შეფებმა ვერ გარისკეს ● ტექნიკა: R6 2978 სმ3; 118 კვტ (160 ცხ. ძ.)/5500; 4-საფ. გად. კოლოფი; ბაზა: 2,72 მ (როგორც 164-ს)

Auto Bild
► სხვათა შორის: 70-იანი წლების დასაწყისში მდიდრული კომბის გამოშვება ვერც ”მერსედესმა” გარისკა. შტუტგარტელებმა თავიანთი T-Modell 1977 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზეღა წარმოადგინეს.

► მფლობელი: ფრენდრიკ ნიბალდი
დაიბადა 1972 წელს; ცხოვრობს სტოკჰოლმში; მუშაობს ჟურნალისტად ანტიკვარული ავტომობილების შვედურ ჟურნალ ”კლასიკერში”; ასევე ჰყავს 60-იან წლებში გამოშვებული Mini და ახლახან შეიძინა თავისი ოცნების ავტომობილი Volvo 240 GLT

Auto Bild

ასევე იხილეთ:

გა-SUV-ებული სედანი
Auto Bild


ახალი Volvo XC90: სოლიდურობა ჩრდილოეთიდან
Auto Bild


აი, ასეთი ლამაზი შეიძლება იყოს კომბი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად