ლოს ანჯელესის ელიტარული ავტოკლუბი
ლოს ანჯელესის ელიტარული ავტოკლუბი
15.03.2015
ელიტარულ Fast Toys Club-ში გრანდიოზული სიახლეა: 610-ცხენისძალიანი Lamborghini Huracán!

Fast Toys Club (სწრაფი სათამაშოების კლუბი) ლოს ანჯელესის ელიტარული კლუბია, რომელიც მდიდარ ავტომოყვარულებს აერთიანებს - ამიტომაც უწოდებენ ელიტარულ ავტოკლუბს. ამ კლუბმა ახლახან 610-ცხენისძალიანი Lamborghini Huracán მიიღო - V10 ძრავით. კლუბის შეფის, კრის კარელის თქმით, ამ თოვლივით თეთრი ბოლიდის ფასი დაახლოებით 270 000 ამერიკული დოლარია. ცნობისათვის, ევროპაში 325 კმ/სთ-ის განვითარების შემძლე ”ლამბოს” საწყისი ფასი 212 831 ევროა და თუ ვინმეს ამდენი ფული აქვს და მის შეძენას გადაწყვეტს, ოცნების ავტომობილს დაახლოებით 6 თვე
უნდა ელოდოს. ზემოთ ხსენებული კლუბის წევრებს კი ახლა იმწამსვე შეუძლიათ Huracán-ით გართობა.

Auto Bild

ოღონდ, რაღა თქმა უნდა, არა უფასოდ. წევრები ერთჯერადად 8000 დოლარს იხდიან იმისათვის, რომ წელიწადში 700 მილი გაიარონ ისეთი ავტომობილებით, როგორებიცაა 640 ცხენის ძალის მქონე SRT Viper GTS, 1969 წელს გამოშვებული Dodge Charger General Lee, Audi R8 (525 ცხენის ძალა) ან ეს ”ლამბორგინი”. 8000 დოლარის გადახდის შემდეგ გაქვს ლიმიტი - 10 დღე ან 700 მილი. ლიმიტის გაზრდა ყოველ დამატებით შემთხვევაში 500 დოლარი ღირს. თანხაში ბენზინის ფასიც შედის - დიდი შეღავათი.

კლუბის წევრებისთვის სხვადასხვა პაკეტებიც
არსებობს: Platinum, Corporate და Diamond. ეს პაკეტები თვეში 4167-დან 9999 დოლარამდე ღირს. მაქსიმალური თანხის გადახდის შემთხვევაში თვით კლუბის Ferrari Enzo-ს გასაღებსაც კი მიიღებ - ავტომობილისა, რომელიც 2 მილიონი დოლარი ღირს.

ცხადია, რომ სადაც მანქანაა, იქ ქალიც უნდა იყოს - ამიტომაც არეკლამებს კრისი თავის პროექტს უმშვენიერესი გოგონებით. თვალი გადაავლეთ ფოტოებს, ისიამოვნეთ და გახსოვდეთ, რომ ოცნება ყველასათვის ნებადართულია.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

იხილეთ ასევე:

ეს გოგონები შვეიცარიული საათებივით მუშაობენ
Auto Bild


ასეთი ტაქსისტი რომ შეგხვდება...

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად