საბურავებში ფულის დაზოგვა საშიშია!
საბურავებში ფულის დაზოგვა საშიშია!
12.02.2015
მძღოლებო, ყურადღებით: საბურავებში ფულის დაზოგვა საშიშია! ვინც საბურავებში ფულს დაზოგავს, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ნაწვიმარზე სამუხრუჭე მანძილი მნიშვნელოვნად გაიზრდება. გერმანიაში ჩატარებული ახალი ზაფხულის საბურავების ტესტების შედეგად დადგინდა, რომ საუკეთესო შედეგებს მხოლოდ ძვირადღირებული საბურავები აჩვენებენ.

ზაფხულის საბურავების ეს ტესტი გერმანიაში ტექნიკური კონტროლის საზოგადოებამ (GTU) და Auto Club Europa-მ (ACE) ჩაატარეს და მათი მიზანი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გარკვევა იყო, რამდენად ღირს საბურავებში ბევრი ფულის გადახდა.

ექსპერტებმა 12 საბურავი შეარჩიეს (ჩამონათვალს რეიტინგის სახით ქვემოთ ნახავთ) და თითოეული მათგანი Peugeot 308-ზე გამოცადეს
(ზომა:205/55 R16). ეს ზომა იმის გამო შეირჩა, რომ კომპაქტურ კლასში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ზომაა. მართალია, საბურავების ჩამონათვალს რამდენიმე სერიოზული ბრენდი აკლია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ამ ტესტის მიზანი ის კი არ იყო, რომ გაერკვიათ, რომელია ზაფხულის საუკეთესო საბურავები, არამედ ის, თუ რამდენად სჯობნიან ძვირადღირებული საბურავები იაფფასიანებს. მთავარი კრიტერიუმი უსაფრთხოება გახლდათ.

შედეგი გვიჩვენებს, რომ ძვირადღირებული ბრენდებში გადახდილი თითოეული ცენტი გამართლებული ნაბიჯია. ოთხმა ყველაზე ძვირადღირებულმა ფირმამ სველ გზაზე დამუხრუჭებისას მართლაც საუკეთესო შედეგები აჩვენა. ამ ჩამონათვალში ყველაზე იაფფასიანმა საბურავმა კი ბოლოს წინა ადგილი დაიკავა.

Auto Bild

ტესტის შემდეგ Auto Club
Europa თამამად გვირჩევს შემდეგ საბურავებს: Goodyear Efficient Grip Performance; Continental Premium Contact5; Dunlop Sport BluResponse; Pirelli Cinturato P7 blue; Kumho ECSTA HS51; Nokian Line; Toyo Proxes CF2. ტესტის გამარჯვებული Goodyear Efficient Grip Performance გახდა, რომელმაც 190-დან 153 ქულა აიღო. მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ Continental Premium Contact5 და Dunlop Sport BluResponse. ძალიან კარგია Pirelli Cinturato P7 blue-ც, რომელმაც 150 ქულა აიღო. მეტიც, ამ საბურავმა სველ გზაზე საუკეთესო შედეგები აჩვენა და პირველობა იმიტომ არ მიანიჭეს, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულ საბურავებთან შედარებით მნიშვნელოვნად ძვირია.

ამ შედარებაში ყველაზე იაფფასიან Cooper-ს განსაკუთრებით სველ გზაზე გაუჭირდა. შედარებისთვის: სველ გზაზე 100 კმ/სთ-დან დამუხრუჭებისას საუკეთესო შედეგი Pirelli Cinturato P7 blue-ს ჰქონდა (46,10 მეტრი) - მაშინ, როცა Cooper ZEON CS6-ს სამუხრუჭე მანძილი 49,30 მეტრი გამოვიდა.

რეიტინგი
(საუკეთესო შედეგი + ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმი)

1. Goodyear Efficient Grip Performance – 153 ქულა
2. Continental Premium Contact5 – 152 ქულა
2. Dunlop Sport BluResponse – 152 ქულა
4. Pirelli Cinturato P7 blue – 150 ქულა

5. Kumho ECSTA HS51 – 143 ქულა
6. Nokian Line – 142 ქულა
6. Toyo Proxes CF2 – 142 ქულა

8. Fulda EcoControl HP – 140 ქულა
9. Nexen N'blue HD Plus – 137 ქულა
9. Appo Alnac 4G - 137 ქულა

11. Cooper Zeon CS6 – 133 ქულა
12. Yokohama BlueEarth-A AE-50 – 132 ქულა

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად