მაზერატის ხმა ყველა ქალს აღაგზნებს! (+ VIDEO)
მაზერატის ხმა ყველა ქალს აღაგზნებს! (+ VIDEO)
02.02.2015
მამაკაცებო, ყურადღებით! ბრიტანელმა მეცნიერმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ სპორტული ავტომობილის ძრავის ხმა ქალს სექსუალურად აღაგზნებს - თანაც, გაცილებით სწრაფად და ძლიერად, ვიდრე მამაკაცს! ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი ”ტელეგრაფი” წერს.

Auto Bildფსიქოლოგმა დევიდ მოქსონმა ექსპერიმენტისთვის 40 მამაკაცი და 40 ქალი მიიწვია, თითოეულ მათგანს ”მაზერატის” და ”ლამბორგინის” ძრავის ხმა მოასმენინა და შეეცადა, გაერკვია, რა ოდენობით გამოყოფდა მათი ორგანიზმი ამ დროს ჰორმონ ტესტოსტერონს, რომელიც სექსუალური აგზნებისას გამოიყოფა.

მოქსონის თქმით, ქალბატონების შემთხვევაში ”მაზერატის” ძრავის ხმის სმენისას ტესტოსტერონის გამოყოფა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თანაც, 100-პროცენტიანი შედეგით. მამაკაცების შემთხვევაში
კი, ”ლამბორგინის” ძრავის ხმის სმენისას ტესტოსტერონის გამოყოფამ 60 პროცენტში იმატა.

მოქსონმა, შედარებისთვის, ქალბატონებს და მამაკაცებს ”მაზერატისა” და ”ლამბოს” შემდეგ ”ფოლკსვაგენ პოლოს” ძრავის ხმაც მოასმენინა და ტესტოსტერონის გამოყოფის მაჩვენებელი მაშინვე ყველა მათგანში მინიმუმამდე დაეცა. ასე რომ, მამაკაცებო, მოასმენინეთ თქვენთვის სასურველ ქალბატონებს ”მაზერატის” ხმა...
Auto Bild

იხილეთ ვიდეო: აი, როგორი ხმა აქვს მაზერატის!
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად