სექსი მანქანის გარეშე არ გამოვა! (+ VIDEO)
სექსი მანქანის გარეშე არ გამოვა! (+ VIDEO)
27.01.2015
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, შვეიცარიელმა პოლიტიკოსებმა პროსტიტუციის გარკვეულ ჩარჩოებში მოსაქცევად და მეძავების დაცვის მიზნით ასეთი რამ მოიფიქრეს : ციურიხის რკინიგზის სადგურის უკან მდებარე პარკში გამოიყო ტერიტორია, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია.

Auto Bild

No Car, No Sex - გასაგები სიმბოლილიკით გვაუწყებს დაფა შვეიცარიის პირველ შტრიხპლატზე შესვლამდე. ანუ, ვინც აქ მოტოციკლით, Auto Bildველოსიპედით ან სულაც ფეხით მოვა, ვერაფერს მიიღებს. ხაზი აქვს გადასმული ისეთი ავტომობილსაც, რომელშიც მძღოლის გარდა სხვა მგზავრიც იქნება. ”ავტომობილში მხოლოდ მძღოლი უნდა იყოს, არანაირი წყვილი და ჯგუფური სექსი,” - ამბობს დაცვის თანამშრომელი.

ციურიხის პირველ
Drive-in-sex პარკში ყველაფერი შვეიცარიული სიზუსტითაა მოწესრიგებული. კლიენტები პარკში წრეზე მოძრაობენ, მეძავთან ურთიერთობის მსურველი ავტომობილში რჩება, გააჩერებს მანქანას, ჩამოწევს ფანჯარას, გაუმხელს სურვილებს, მოილაპარაკებენ ფასზე და მეძავი მანქანაში ჯდება. ამის შემდეგ მძღოლმა სპეციალურ ბოქსებს უნდა მიაშუროს და შეარჩიოს თავისუფალი ბოქსი. აქტი მანქანაში მიმდინარეობს, რომელიც ბოქსში დგას, ბოქსი კი დაცულია ცნობისმოყვარე ადამიანების მზერებისგან.

”ბოქსები ისეა მოწყობილი, რომ მეძავს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში მანქანიდან გადმოვიდეს, ან გამოიყენოს SOS-სისტემა. აქ მეძავები მაქსიმალურად დაცულები არიან. SOS-ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ბოქსში სპეციალური განათება ჩაირთვება, რითაც უსაფრთხოების სამსახური მიხვდება, რომ რაღაც წესრიგში არაა და პოლიციას
გამოიძახებს. იქვეა საშხაპეებისა და საპირფარეშოების პავილიონიც,” - აცხადებს ქალთა დაცვის ორგანიზაცია Flora Dora-ს თავმჯდომარე ურსულა კოხერი.

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild

იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი:
Drive-in-sex პარკი შვეიცარიაში
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად