მისტერ ბინი თავის მაკლარენს ყიდის
მისტერ ბინი თავის მაკლარენს ყიდის
27.01.2015
”მისტერ ბინის” ფსევდონიმით ცნობილი კომიკოსი როუენ ატკინსონი თავის სუპერსპორტულ ავტომობილს, McLaren F1-ს ყიდის.

60 წლის ატკინსონს ცოტა ხნის წინ ამ ავტომობილით ავარია შეემთხვა, რის შემდეგაც მას თავისი McLaren F1-ის გაკეთება მილიონი ფუნტი დაუჯდა, ახლა კი ამ ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა. 17 წლის მანქანას ავარიამდე 66 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი და როგორც როუენი ”დეილი ტელეგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ამ ავტომობილით ძირითადად მხოლოდ საყიდლებზე დადიოდა, ან ბავშვები დაჰყავდა სკოლაში.

”მისტერ ბინის” თქმით, ასეთი ავტომობილით ნელა სიარულიც პრივილეგიაა - ატკინსონი ამბობს, რომ ”მაკლარენი”, რომელსაც
627-ცხენისძალიანი V12 ძრავა აქვს, ყოველდღიური ხმარებისთვისაც მშვენიერი ავტომობილია. აღსანიშნავია, რომ ”ბინის” ბოლიდმა 6,1-ლიტრიანი ძრავა BMW Motorsport-ისგან მიიღო.

”თანამედროვე სუპერსპორტული ავტომობილები დაახლოებით ასეთივე სიმძლავრით ძალიან დიდები, მძიმეები და უკიდურესად არაპრაქტიკულებია. F1 კი შედარებით პატარაა და სამი მგზავრის გადაყვანა და მათი მცირე ბარგის გადატანაც შეუძლია. ამასთან, ეს მანქანა ძალიან მსუბუქია,” - აცხადებს ატკინსონი, რომელიც ავტომობილებში, უფრო სწორად კი სუპერსპორტულ ავტომობილებში ძალიან კარგად ერკვევა, რადგან ასევე ”ფერარი”, ”ასტონ მარტინი” და ”იაგუარიც” ჰყავს.

Auto Bild

”მისტერ ბინი” ირწმუნება, რომ არცერთი სხვა ავტომობილი არ ჰყოლია ისე დიდხანს, როგორც ეს McLaren F1, რომელიც
1997 წელს შეიძინა. 2011 წლის აგვისტოში როუენის ”მაკლარენს” ავარიის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, თავად ”მისტერ ბინი” მხოლოდ მსუბუქად დაშავდა. მისი თქმით, მანქანის შეკეთებას ერთი წელი და ერთი მილიონი ფუნტი (1,3 მილიონი ევრო) დასჭირდა. ახლა კი, 60 წლის ატკინსონი მანქანას ყიდის და უნდა, ისეთ ადამიანს მიჰყიდოს, ვინც ამ მანქანას დააფასებს.

McLaren F1-ის მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ-ია, 100 კმ/სთ-მდე კი 3,4 წამში ჩქარდება. ექსპერტების ვარაუდით, როუენი ამ მანქანის გაყიდვით საკმაოდ ბევრ ფულს იშოვნის, რადგან ეს იშვიათი სუპერსპორტული ავტომობილია (სულ 106 ეგზემპლარი შეიქმნა). ლონდონური სპეც-დილერი Taylor and Crawley ატკინსონის ”მაკლარენის” გაყიდვას 5-დან 10 მილიონ ფუნტამდე ფასად ვარაუდობს.

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად