ექსტრემალურად ძვირფასი ფერარი, კორვეტი და ჰარლი
ექსტრემალურად ძვირფასი ფერარი, კორვეტი და ჰარლი
20.01.2015
სამივე ხელშეუხებელი და მიუწვდომელია - ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის! ეს სამი ტიპი ავტო და მოტომოყვარულთათვის ექსტრემალურად ძვირფასი ოცნებაა - ერთი ”ფერარია”, მეორე - ”კორვეტი”, მესამე - ”ჰარლი”.

მაინც რითაა განსაკუთრებული ეს ტრიო? რა თქმა უნდა იმით, რომ სამივე უიშვიათესი ეგზემპლარია.
► ”ფერარის” შემთხვევაში საუბარია Ferrari 250 LM-ზე, რომელიც სულ 32 ეგზემპლარად გამოვიდა, კონკრეტულად ეს ვერსია კი მე-9 ნომერია.
► რაც შეეხება ”კორვეტს”: ეს გახლავთ Corvette SR-2 Sebring Racer, რომელიც ამერიკული საკულტო სპორტული ავტომობილის ოფიციალურად წარმოებული უპირველესი სარბოლო ვერსიაა.
► Harley-Davidson
FLH Duo-Glide კი 55 წელია, როკ ენ როლისა და ქანთრის ლეგენდას, ჯერი ლი ლუისს ჰყავს.

Ferrari 250 LM

Auto Bild
1964 წელს გამოშვებული Ferrari 250 LM, რომელიც თავის დროზე იტალიურმა დიზაინ-სტუდია Scaglietti-მ დაამშვენა, 16 იანვარს აუქციონზე 8 მილიონ ევროდ გაიყიდა.

Auto Bild
ამ უიშვიათესი ”ფერარის” ძრავა 3,3-ლიტრიანი V12 ძრავაა, რომლის სიმძლავრე 320 ცხენის ძალა გახლავთ. მაქსიმალური სისწრაფე: 250-290 კმ/სთ.

Auto Bild
აი, ასეთი სპარტანული და ლამაზი სალონი აქვს Ferrari 250 LM-ს

Auto Bild
1965 წლის ავარიის შემდეგ ”ფერარიმ” Porsche 906 Carrera ძარა მიიღო, ბაზაც შეამოკლეს და მოგვიანებით ახალი ძრავაც ჩაუდგეს. 1977 წელს კი
ბრიტანელმა მუსიკოსმა ერიკ სტიუარტმა ამ ”ფერარის” ისევ ორიგინალ-მდგომარეობა დაუბრუნა.

Auto Bild
ავტომობილის სრული ისტორია ყოფილი მფლობელებისა და მდგომარეობების შესახებ ოფიციალურადაა დოკუმენტირებული და მანქანას Ferrari Classiche-ს სერთიფიკატიც აქვს. ამიტომაცაა ის ასეთი ძვირფასი


Corvette SR-2 Sebring Racer

Auto Bild
ეს Corvette SR-2 Sebring Racer იყიდება. Ebay-ზე მისი ფასი ამ დროისთვის 6 885 000 დოლარია. აუქციონი დღეს მთავრდება

Auto BildAuto Bild
უიშვიათესი ავტომობილი პირველი ”კორვეტია”, რომელიც ”შევროლემ” ოფიციალურად მოამზადა რბოლებისთვის

Auto Bild
ამ ”კორვეტს” 5,4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს და მისი სიმძლავრე 330 ცხენის ძალაა

Auto Bild
საოცნებო "კორვეტის" ინტერიერი

Harley-Davidson FLH Duo-Glide

Auto BildAuto Bild
ეს 1959 წელს გამოშვებული Harley-Davidson FLH Duo-Glide გახლავთ - 1,2-ლიტრიანი ძრავითა და 60 ცხენის ძალით. ეკუთვნის როკ ენ როლისა და ქანთრის ლეგენდას, ჯერი ლი ლუისს, რომელიც ახლა თავის ”ჰარლის” ყიდის

Auto Bild
”ჰარლიც” აუქციონზე იყიდება, რომელიც 24 იანვარს მთავრდება

Auto BildAuto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად