რა მანქანა ვიყიდოთ: Chevrolet Aveo
რა მანქანა ვიყიდოთ: Chevrolet Aveo
28.10.2014
Chevrolet Aveo არაფრით გამორჩეული, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი და გამძლე ავტომობილია. ვერც განსაკუთრებული კომფორტით დაიკვეხნის და არც პრესტიჟული მანქანა ეთქმის. სამაგიეროდ, 100 პროცენტით აკმაყოფილებს ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმს - საკმაოდ დაბალ ფასად მიიღებთ კომპაქტურ, კლასის გათვალისწინებით მაქსიმალურად პრაქტიკულ და ეკონომიურ სედანს, რომელსაც უდიდესი ისტორიის მქონე ამერიკული მარკის, ”შევროლეს” ლოგო ამშვენებს.

Auto Bild

სალონში იაფფასიანი, ძირითადად მაგარი პლასტმასის მასალებია გამოყენებული. ინტერიერში სივრცე იმაზე მეტია, ვიდრე ავტომობილის გარედან დათვალიერებისას შეიძლება წარმოიდგინოთ. უკან ორი მგზავრი ნორმალურად მოთავსდება. ”ავეოს” საკმაოდ ტევადი და იოლად ხელმისაწვდომი საბარგული აქვს. საქართველოში ძირითადად გვხვდება
1,2 და 1,4-ლიტრიანი ძრავებით. საწვავის ხარჯი მექანიკური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში ქალაქში მინიმუმ 7-8, მაქსიმუმ კი 9 ლიტრია (კონდიციონერით), ავტომატური კოლოფით კი - ”ავეო” 10 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის ხარჯი 5-6 ლიტრამდე მცირდება.

Auto Bild

”შევროლე ავეოს” სერვისი საკმაოდ იაფია. ხელოსნებს მისი შეკეთება არ უჭირთ და ნაწილებიც იშოვება. ამის მიზეზი ის არის, რომ ”ავეოს” სავალ ნაწილში ძირითადად ”ოპელის”, კერძოდ კი ”ოპელ ასტრას” ნაწილები ესა
დაგება. ამ მანქანას ნებისმიერი გამოცდილი ხელოსანი იოლად შეაკეთებს.

ვინც ”ავეოს” კარგად მოუვლის, მანქანა მოულოდნელი გაფუჭებით პრობლემას არ შეუქმნის. მანქანა ვერ იტანს უხეშ მოპყრობას და მართვის აგრესიულ სტილს. დროთა განმავლობაში სალონში შეიძლება სხვადასხვა დეტალები აჭრაჭუნდნენ...

მისი მთავარი პლუსი ხელმისაწვდომი ფასია - ამ ფასად ამ კლასისა და ამ ასაკის ”ავეოზე” უკეთეს მანქანას ვერ იპოვნით.

Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად