რა მანქანა ვიყიდოთ: Mercedes E კლასი ( W210)
რა მანქანა ვიყიდოთ: Mercedes E კლასი ( W210)
16.10.2014
Mercedes E (W210), რომელიც 1995-2002 წლებში იწარმოებოდა, საქართველოში ყველაზე გავრცელებული მოდელების ხუთეულში შედის. მეორადი და იაფი სედანების კატეგორიაში, ეს ავტომობილი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. უმაღლესი ხარისხი და გამძლეობა W210-ის ძირითადი მახასიათებელია და ხშირად ხუმრობენ, რომ თავისი გამძლეობის გამო ხელოსნებისთვის საძულველი ავტომობილია.

კომფორტული, დიდი სალონი მგზავრების სიამოვნებაზეა გათვლილი. ავტომობილი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგაც კი ინარჩუნებს ამ მოდელისთვის დამახასიათებელ, კომფორტულ სვლას. W210 მფლობელები გვირჩევენ 3.2 და 2.4 მოცულობის ბენზინის ძრავებს და 2.2 და 2.7 მოცულობის დიზელის ძრავებს. დიზელის ძრავები თავისი ეკონომიურობით და ამტანობით
გამოირჩევიან.

ამ ავტომობილის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ არ აქვს დამახასიათებელი პრობლემები და ელემენტარული ყურადღების შემთხვევაში შეუძლია ძალიან დიდხანს არ მოინახულოს ავტოსერვისები. მხოლოდ სავალი ნაწილია (ისიც ქართული გზების პირობებში), რომელსაც შედარებით მოფრთხილება სჭირდება.

ამ ავტომობილის სერვისი ხელმისაწვდომია, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, ხელოსნებიც კარგად არიან გარკვეულები. ნაწილებიც, ძირითადად იაფია და აბსოლუტურად ყველაფრის შოვნა შეიძლება, ახლისაც და მეორადისაც.
რომ შევაჯამოთ, ეს არის ავტომობილი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტულად გატარებთ და დიდხანს, ერთგულად მოგემსახურებათ.

Auto Bild

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად