ფოტოში ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ ფარები, რომლებიც მოგვაგონებს მერსედესის ვარსკვლავის ლოგოს. სხვა ბევრი არაფერია სანახავი, მაგრამ, როგორც ჩანს, კონცეპტს შეიძლება ჰქონდეს განათებული ზოლი, რომელიც ახვევია ავტომობილს ირგვლივ.
ყველა დეტალს მალე გავიგებთ, მაგრამ უკვე ვიცით რომ CLA იქნება პირველი ავტო, რომელიც დაფუძნებულია Mercedes-ის სრულიად ახალ მოდულურ არქიტექტურაზე. ავტომწარმოებელმა დაამატა, რომ კონცეპტს ექნება „ულტრა ეფექტური ელექტროძრავა, რომელიც პირდაპირ არის
Mercedes-მა განაცხადა, რომ კონცეპტი მოიხმარს დაახლოებით 12 კვტ/სთ/ენერგიას 100 კმ-ზე. შესაბამისად ჩვენ შეიძლება ველოდოთ 750 კმ სვლის დიაპაზონს.
CLA კონცეპტის გარდა, ავტომწარმოებელი მიუნხენის გამოფენაზე ასევე წარადგენს AMG GT E Performance Concept-ს. მათ შეუერთდება ახალი E-Class All-Terrain და E-Class plug-in. EQA, EQB და EQV, სტენდზე იდგებიან Vision One-Eleven და Vision EQXX კონცეპტებიც.