Sportage-ვით ოღნდ ელექტრო - გაიცანით Kia EV5
Sportage-ვით ოღნდ ელექტრო - გაიცანით Kia EV5
26.08.2023
Kia EV5 ელექტრო კროსოვერის პრემიერა შედგა. სიახლე არის Sportage-ის ბატარეით მომუშავე ალტერნატივა, რომელიც დამზადდება ჩინეთში და გაიყიდება მთელ მსოფლიოში. გარეგნულად, Kia EV5 თითქმის ზუსტად იმეორებს ამავე სახელწოდების კონცეფტს, მცირე დეტალების გარდა. მისი ტექნიკური მახასიათებლები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, მაგრამ სერიული EV5-ის „ჩაყრის“ შესახებ გარკვეული დეტალები უკვე არსებობს: ის დაფუძნებულია E-GMP პლატფორმაზე და პირველ ეტაპზე კროსოვერი ხელმისაწვდომი იქნება უალტერნატივოუკანა წამყვანით და ერთი 218 ცხენის ძალის ელექტროძრავით.

ზომების მიხედვით, EV5 შედარებულია გრძელ ბორბალიან Sportage-თან, რომელიც იყიდება ჩინეთში: სიგრძეში 4,6 მეტრს აღწევს 2,75 მეტრის სათვლე
ბაზით. კროსოვერს აქვს ხუთ ადგილიანი ინტერიერი, "სასაქონლო" EV5-ს აქვს ციფრული "მოწესრიგებული" ერთი მართკუთხა კლასტერი და მულტიმედიური სისტემის ეკრანი, რელიეფური წინა პანელი და რთული ფორმის გვერდითი დეფლექტორები. უჩვეულო გადაწყვეტილებებს შორის არის ცენტრალური საყრდენი, რომელიც ინტეგრირებულია მგზავრის სავარძელში. გარდა ამისა, ელექტრომობილისთვის ბუნებრივი ტყავის მორთვა არ იქნება ხელმისაწვდომი: Kia შემოგთავაზებთ მხოლოდ ეკო ტყავს და რამდენიმე სახის ქსოვილს სხვადასხვა ფერში.

სასერთიფიკატო დოკუმენტების მიხედვით, კროსოვერი აღჭურვილია ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეით, რომლის სიმძლავრეა 82 კილოვატ/საათია, ერთი დამუხტვით ის 600 კილომეტრამდე გადის.

Kia EV5 გაყიდვაში გამოვა შემოდგომაზე და იქნება მეორე EV ჩინეთში EV6-ის შემდეგ.
EV9-ის გაშვება ჩინეთში 2024 წელს იგეგმება. ხოლო 2025 წლიდან 2027 წლამდე გაყიდვაში გამოვა კიდევ სამი „მწვანე“ მოდელი: კომპაქტური კროსოვერი, სედანი და საშუალო ზომის კროსოვერი.

ბეჭდვა
ტეგები:
EV5, Kia,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად