„ოქროს“ Bugatti W16 Mistral სპეც-შეკვეთით
„ოქროს“ Bugatti W16 Mistral სპეც-შეკვეთით
20.08.2023
Bugatti-მ ექსკლუზიური „ოქროს“ როდსტერი W16 Mistral დაამზადა. The Quail-ის 20-ე საიუბილეო ღონისძიება A Motorsports Gathering იყო ადგილი, სადაც გაიმართა ორი ექსკლუზიური Bugatti-ის ჰიპერკარის პრემიერა. ფრანგული ავტომწარმოებლის მთავარი სიახლე იყო უნიკალური Chiron Super Sport Golden Era კუპე, რომელიც შეიქმნა Bugatti Sur Mesure პროგრამის ფარგლებში და Bugatti W16 Mistral როდსტერი, რომელიც შექმნილია მსგავს სტილში, თუმცა რთული დიზაინის გარეშე.

1600 ცხენის ძალიანი ჰიპერკარის მახასიათებელია Dore ფერი. ეს არის ოქროს ელფერი, ოქროსა და ვერცხლის შენადნობის სახელით. ფერი შეიქმნა სპეციალურად Chiron Super Sport Golden Era-სთვის და
მისი დებიუტი შედგა ამ ავტომობილზე. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგული ბრენდი ჩვეულებრივ არ იყენებს ერთსა და იმავე ექსკლუზიურ ჩრდილს ორ ავტომობილზე, სავარაუდოა, რომ W16 Mistral-ის მომხმარებელი იგივე მომხმარებელია, ვინც Bugatti Sur Mesure-ს ანდო უნიკალური ხელნაკეთი კუპეს შექმნა.

როდსტერის ინტერიერი დამზადებულია კუპეს სტილში შავი და კრემისფერი მორთვითი მასალებით, მაგრამ მანქანაში არ არის ხელით მოხატული კარის ბარათები და სხვა ექსკლუზიური ელემენტები.

მასში ტექნიკური ცვლილებები არ არის დაფიქსირებული, რაც ნიშნავს, რომ "ოქროს" Bugatti W16 Mistral აღჭურვილია 8 ლიტრიანი W16 ოთხი ტურბინით. ძრავის ვერსია, სახელად Thor, ავითარებს 1600 ცხენის ძალას
და 1600 ნმ ბრუნვას და კომბინირებულია 7-სიჩქარიანი რობოტული გადაცემათა კოლოფით და სრულამძრავით.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად