Mahindra-მ აჩვენა ელექტრო Thar.e
Mahindra-მ აჩვენა ელექტრო Thar.e
17.08.2023
წარმოდგენილია ბრუტალური ინდური SUV Mahindra Thar.e. ელექტრო კონცეპტი აჩვენებს ახალ განვითარებას Mahindra-ს დიზაინში, რომლის მოდელებს წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ კლასიკურ JEEP-ის მოდელებთან მსგავსების გამო. სიახლე შექმნილია Mahindra Electric Automobiles Limited-ის განყოფილების მიერ, ახალი შოუ-ქარს აქვს კუთხოვანი ხუთკარიანი კორპუსი, მკვრივი ბამპერები ბუქსირებით და მინიმალისტური ინტერიერი.

Thar.e დაფუძნებულია INGLO (India Global) სკეიტბორდის პლატფორმაზე, რომელიც განკუთვნილია ელექტრო მანქანებისთვის. ამ არქიტექტურაზე აგებული SUV-ებისთვის მიწის კლირენსი არის 250-დან 300 მილიმეტრამდე და აქვს ორძრავიანი ინსტალაცია.



ამ უკანასკნელის შესახებ დეტალები Autocar India-ს პორტალმა გაარკვია: Thar.e-ს აქვს Volkswagen-ის ელექტროძრავები -
წინა ღერძზე დაყენებული ძრავი 109 ცხენის ძალას ავითარებს, უკანა - 286 ცხენის ძალას. ბატარეის მოცულობა არ არის მითითებული, მაგრამ ცნობილია, რომ ენერგიის რეზერვი WLTP ციკლზე 435-450 კილომეტრია.

Thar.e არ ჰგავს Thar-ის საწვავის ვერსიას, ის გამოიყურება უფრო ორიგინალურად, თანამედროვე და მდიდარრულია. შიგნით არის ციფრული ინსტრუმენტების პანელი, მულტიმედიური სისტემის პლანშეტი და ცალკე ეკრანი წინა მგზავრისთვის. მაჰინდრას თქმით, ინდოელმა კომპოზიტორმა ალა რახა რაჰმანმა შექმნა უნიკალური ხმის დიაპაზონი სპეციალურად კონცეპტისთვის. 


ცნობილია, რომ Mahindra 2024 წლის გაზაფხულზე INGLO პლატფორმაზე ელექტრომობილების წარმოებას აპირებს და ისინი გაყიდვაში დეკემბერში გამოვა.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად