BYD-ისა და Mercedes-ის მორიგი ნაყოფი - Denza N8
BYD-ისა და Mercedes-ის მორიგი ნაყოფი - Denza N8
19.07.2023
ამ წლის მარტში ჩვენების შემდეგ, Denza-მ სრულად წარადგინა ახალი Denza N8 კროსოვერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ელექტრო (BEV) ასევე  ჰიბრიდული (PHEV) სისტემით. საინტერესოა, რომ ციფრის ზრდის  მიუხედავად, ის  Denza  N7-ზე პოზიციით დაბლა დგას.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალური BYD Tang გამოვიდა 2015 წელს, მეორე თაობა მოჰყვა 2018 წელს და ჯერ კიდევ წარმოებაშია. 2019 წელს კი ამ მოდელის საფუძველზე გამოვიდა Denza X კროსოვერი, რომელიც შეიქმნა Mercedes-Benz-თან ერთად. Denza N8 სწორედ Denza X-ის მემკვიდრეა.

Denza N8-მა მიიღო დღის განათება. უკანა მხარეს აქვს შე
დარებით დიდი სპოილერი და უკანა მაშუქები. BEV ვერსიას აქვს დახურული ცხაური, ხოლო PHEV ვერსიას აქვს ცხაური ჭრილებით.

Denza N8 კროსოვერის ზომებია 4949 x 1950 x 1725 მმ, ხოლო ბორბლიანი ბაზა 2830. ჰიბრიდული ვერსია აღჭურვილი იქნება 1.5T ძრავით 138 ცხ.ძ. DM-i ვერსია აღჭურვილი იქნება 217 ცხენის ძალის ძრავით, ხოლო DM-p მოდელი 217 ცხენის წინა ძრავით და 272 ცხენის ძალის უკანა ძრავა. ელექტრომობილი კი მიიღებს 312 ცხენის ძალის ძრავას. სრულამძრავიან ვერსიაში კი ორი ძრავს 272 და 312 ცხ.ძ. მას სრული ამძრაობა ექნება

სალონის შიგნით არის 15,6 დიუმიანი სენსორული ეკრანი, ორნაკვთიანი
ბრტყელძირიანი მრავალფუნქციური საჭე და LCD ინსტრუმენტების კლასტერი. ხმის სისტემა წარმოდგენილია Dynaudio დინამიკებით.

მძღოლისა და მგზავრისთვის ხელმისაწვდომია ორი დიდი სმარტფონის დამტენი ბალიშები. Denza N8 მომხმარებელს სთავაზობს სამი კონფიგურაციის არჩევანს: ხუთადგილიანი, ექვსადგილიანი ან შვიდადგილიანი.

გაშვების შემდეგ, Denza N8 პირდაპირ კონკურენციას გაუწევს მოდელს, როგორიცაა Li Auto's L8.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად