Xiaomi-ს ელექტრომობილმა მძიმე ბატარეით გაგვაოცა
Xiaomi-ს ელექტრომობილმა მძიმე ბატარეით გაგვაოცა
19.07.2023
სმარტფონების ჩინური მწარმოებლის Xiaomi-ის ელექტრომობილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. CarBewsChina პორტალის განკარგულებაში იყო სტიკერის ფოტო, რომელიც შეიცავს მონაცემებს მომავალი წარმოების მოდელის ბატარეის შესახებ. სიახლე აღჭურვილი იქნება 101 კილოვატ/საათიანი სიმძლავრის ბატარეით, რომლის წონა იქნება 642 კილოგრამი, ხოლო ბატარეას, როგორც ჩანს, Xiaomi თავად აწარმოებს. ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ ერთი დატენვით Xiaomi MS11 შეძლებს 800 კილომეტრზე მეტის გავლას.

Xiaomi MS1 მოდელის სხვა დეტალებს შორისაა ის ინფორმაციაც, რომ სიახლე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. მანამდე ჩინურმა კორპორაციამ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი Modena - ალბათ ეს სახელი სპეციალურად
სედანისთვისაა განკუთვნილი. სიახლეს მიეკუთვნება მოწინავე ავტოპილოტი Qualcomm ჩიპის უახლეს ვერსიაზე და თანამედროვე მულტიმედიური სისტემა Xiaomi-ს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე.

Modena-ს ექნება მინიმუმ ორი მოდიფიკაცია, ერთი და ორი ელექტროძრავით. უფრო მეტიც, ორძრავიანი ინსტალაციის მქონე უფრო ძლიერი ვერსიისთვის, დაგეგმილია მსუბუქი ბატარეა - მისი წონა იქნება 400-500 კილოგრამის დონეზე.

არაოფიციალური მონაცემებით, Modena სედანი ეღირება 150 000 იუანიდან. მოგვიანებით, 2025 წელს, მოდენას შეუერთდება მეორე მოდელი სახელად Le Mans. თავდაპირველად Xiaomi წელიწადში 300 ათასამდე მანქანას გამოიმუშავებს, შემდეგ კი იგეგმება მოცულობის 10 მილიონამდე გაზრდა. შედარებისთვის, Toyota-მ, რომელიც 2022 წელს გაყიდვების მიხედვით პირველ
ადგილზე იყო მსოფლიოში, გაყიდა 10,4 მილიონი მანქანა.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად