Xiaomi პირველი ავტომობილი 800 კმ დისტანციით დაახლოებით 20 ათასი დოლარი ეღირება
Xiaomi პირველი ავტომობილი 800 კმ დისტანციით დაახლოებით 20 ათასი დოლარი ეღირება
11.07.2023
Changchun Faway Automobile Components, რომელიც არის საავტომობილო კომპონენტების ერთ-ერთი მიმწოდებელი, გამოაცხადა, რომ Xiaomi-მ უკვე გადაწყვიტა თუ რა ღირდეს თავისი პირველი ავტომობილი. Xiaomi-ის საავტომობილო განყოფილება ამჟამად საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე პარტნიორთან.

Xiaomi გეგმავს დამატებით ზაფხულისა და ზამთრის გამოცდების ჩატარებას წელს და ავტომობილს მომავალ წელს გვაჩვენებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Xiaomi-ის პირველი ავტომობილი გზებზე მომავალი წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

Xiaomi-ის მანქანის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, დაახლოებით $20,000 იქნება. საბაზო მოდელი აღჭურვილი იქნება ერთი ელექტროძრავით და უკანა ამძრავით. ის უზრუნველყოფს 800 კილომეტრის დისტანციას ერთი
დამუხტვით და დიდ აქცენტს გააკეთებს სმარტფონებთან ღრმა ინტეგრაციის ტექნოლოგიაზე. მოსალოდნელია Android Auto-ს მხარდაჭერა, მაგრამ ასევე არის შესაძლებლობა, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიმუშაოს საკუთარი სისტემა სმარტფონების ეკრანის მანქანის ეკრანზე ასახვისთვის.

კომპანია ასევე გეგმავს Xiaomi-ის მანქანის Pro ვერსიის გამოშვებას ორი ელექტროძრავით, სრულამძრავიანი სისტემით და 700 კმ დისტანციით.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად