ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი განახლდა. წარმოდგენილია ახალი Peugeot 208
ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი განახლდა. წარმოდგენილია ახალი Peugeot 208
06.07.2023
Peugeot 208 იყო ყველაზე გაყიდვადი მანქანა ევროპაში 2021 და 2022 წლებში და მწარმოებელმა გადაწყვიტა გამოუშვას განახლებული მოდელი, 2024 სამოდელო წლისთვისაც.

Peugeot-ის დიზაინერებმა შეცვალეს წინა ოპტიკა და ახლა მას აქვს სამი გრძელი ვერტიკალური ხაზი. Peugeot 208-ის ყველა ვარიანტმა მიიღო ეს ახალი ფარები, მაგრამ GT ვერსიას აქვს სრული LED ოპტიკა. უკანა განათების სისტემამ კი  მიიღო სამი "წითელი კლანჭი". Peugeot 208-ის ყველა ვერსიას მოყვება მაღალი პრიალა შავი სარკეები და მყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ ექსტერიერის შვიდი ფერი. GT ვერსიამ მიიღო შავი ბორბლების თაღები და შავი
სახურავი. მანქანამ მიიღო ახალი 16 და 17 დიუმიანი ბორბლები.

რაც შეეხება ინტერიერს,აქ ვხედავთ სავარძლებს ახალი ქსოვილებით, მათ შორის შავი ალკანტარა მწვანე ნაკერით. ცვლილებები სალონში გრძელდება. 10 დიუმიანი ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი სტანდარტულია Allure და GT მოდელებზე, ხოლო 10 დიუმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი ახლა შეგიძლიათ იხილოთ 208-ს დიაპაზონშიც. Peugeot-მა ახალი ავტომობილი ასევე აღჭურვა თავისი i-Connect სისტემით, როგორც სტანდარტი, ოფციაში შესთავაზა i-Connect Advanced საინფორმაციო გასართობი სისტემა. არსებობს უკაბელო Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს მხარ
დაჭერა. Allure და GT მოდელები აღჭურვილია 3x USB-C, უფრო ძლიერი უკაბელო დამტენი და მაღალი გარჩევადობის წინა და უკანა პარკირების კამერებით.



მთლიანად ელექტრო E-208 აღჭურვილია 51 კვტ/სთ ბატარეით და 156 ცხენის ძალის ელექტროძრავით. მას შეუძლია დაფაროს 400 კმ WLTP ციკლზე. ბატარეის დატენვა 20%-დან 80%-მდე შესაძლებელია 25 წუთზე ნაკლებ დროში სწრაფი დამტენის სადგურიდან.

მანქანები ასევე ხელმისაწვდომია ჰიბრიდული ვერსიით, ან შიდა წვის ძრავით. ჰიბრიდულ მოდელებში გამოიყენება 48 ვოლტიანი სისტემა, რომელიც დაწყვილებულია 100 და 136 ცხენის ძალის PureTech ბენზინის ძრავებთან, ხოლო ICE მოდელები ხელმისაწვდომია 75 ცხენის ძალის 1.2 ლიტრიანი ძრავით ან 100 ცხ.ძ-ით.

სტანდარტულია ასევე უსაფრთხოების მრავალი ფუნქცია, მათ შორის ადაპტური კრუიზ კონტროლი, ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება, ზოლიდან გასვლის აქტიური გაფრთხილება, ბრმა წერტილების მონიტორინგი და მძღოლის გაფრთხილების სისტემა.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად