Lamborghini შეიმუშავებს Huracan-ის მემკვიდრეს Audi-ის მხარდაჭერის გარეშე
Lamborghini შეიმუშავებს Huracan-ის მემკვიდრეს Audi-ის მხარდაჭერის გარეშე
26.06.2023
Lamborghini Huracan-ის მემკვიდრეს Audi-ის მხარდაჭერის გარეშე შეიმუშავებს. ბრენდის აზია-წყნარი ოკეანის ფილიალის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო სკარდაონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Lamborghini-ს რეკორდული მოგება შესაძლებელს გახდის სუპერქარის წარმოებას სხვა Volkswagen-ის ბრენდების მონაწილეობის გარეშე. ”ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი თანხების ინვესტიცია ჩავდოთ კვლევასა და განვითარებაში, ასევე შევქმნათ ჩვენი საკუთარი პლატფორმა”, - დასძინა ტოპ მენეჯერმა.

Huracan-ის მემკვიდრეზე ტექნიკური დეტალები ამ ეტაპზე არ არსებობს.

Lamborghini Huracan და მისი წინამორბედი Gallardo შეიქმნა Audi-სთან ერთად, რათა დაეზოგათ დიზაინის ხარჯები. ახლა იტალიურ ბრენდს გერმანული „ტყუპისცალი“ არ სჭირდება: R8-ის მემკვიდრე შეიძლება გახდეს ელექტრომობილი, ხოლო
"უმცროსი" სუპერქარი სანტა აგატა ბოლონეზედან  პლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება.  წინასწარი მონაცემებით, Huracan-ის მემკვიდრე V8 ტურბო ძრავზე გადაერთვება.

Lamborghini-ს ფინანსური წარმატების გასაღები არის Urus-ის გაყიდვები. კროსოვერი იტალიის ბრენდის გაყიდვების თითქმის 60 პროცენტს შეადგენს. 2022 წლის ბოლოს საოპერაციო მოგება გაიზარდა 56 პროცენტით და მიაღწია 614 მილიონ ევროს. ყოველი მანქანის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც წლიდან წლამდე იზრდება.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად