Lamborghini Huracan-ის მემკვიდრეს Audi-ის მხარდაჭერის გარეშე შეიმუშავებს.
ბრენდის აზია-წყნარი ოკეანის ფილიალის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო სკარდაონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Lamborghini-ს რეკორდული მოგება შესაძლებელს გახდის სუპერქარის წარმოებას სხვა Volkswagen-ის ბრენდების მონაწილეობის გარეშე. ”ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი თანხების ინვესტიცია ჩავდოთ კვლევასა და განვითარებაში, ასევე შევქმნათ ჩვენი საკუთარი პლატფორმა”, - დასძინა ტოპ მენეჯერმა.
Huracan-ის მემკვიდრეზე ტექნიკური დეტალები ამ ეტაპზე არ არსებობს.
Lamborghini Huracan და მისი წინამორბედი Gallardo შეიქმნა Audi-სთან ერთად, რათა დაეზოგათ დიზაინის ხარჯები. ახლა იტალიურ ბრენდს გერმანული „ტყუპისცალი“ არ სჭირდება: R8-ის მემკვიდრე შეიძლება გახდეს ელექტრომობილი, ხოლო
"უმცროსი" სუპერქარი სანტა აგატა ბოლონეზედან პლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება. წინასწარი მონაცემებით, Huracan-ის მემკვიდრე V8 ტურბო ძრავზე გადაერთვება.
Lamborghini-ს ფინანსური წარმატების გასაღები არის Urus-ის გაყიდვები. კროსოვერი იტალიის ბრენდის გაყიდვების თითქმის 60 პროცენტს შეადგენს. 2022 წლის ბოლოს საოპერაციო მოგება გაიზარდა 56 პროცენტით და მიაღწია 614 მილიონ ევროს. ყოველი მანქანის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც წლიდან წლამდე იზრდება.