ახალი Ferrari 296 GTB McLaren 765LT და Porsche 911 GT2 RS- დრეგზე დაუდგა
ახალი Ferrari 296 GTB McLaren 765LT და Porsche 911 GT2 RS- დრეგზე დაუდგა
12.06.2023
ახალი Ferrari 296 GTB McLaren 765LT-ს და Porsche 911 GT2 RS-ს შეადარეს. ვიდეო რბოლით სწორ ხაზზე ბრიტანულმა YouTube არხმა carwow-მ წარმაოდგინა. უკანა ამძრავიანი ტურბო კუპეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რამდენიმე კატეგორიაში.

უახლესი Ferrari 296 GTB არის ჰიბრიდი 3.0-ლიტრიანი ტურბო V6-ით, რომელიც გამოიმუშავებს მაქსიმალურ 830 ცხენის ძალას და 740 ნმ ბრუნვის მომენტს. ბიძგი გადაეცემა 8-სიჩქარიანი „რობოტის“ მეშვეობით. წონა 1570 კილოგრამია, ფასი დიდ ბრიტანეთში 241 ათასი ფუნტი სტერლინგია.

McLaren 765LT-ის სპეციალური ვერსია უფრო ძვირია: ფასები იწყება 280 000 ფუნტიდან. ბრიტანული კუპეს კაპოტის ქვეშ მოთავსებულია 4.0-ლიტრიანი
V8 (765 ძალა, 800 ნმ), გადაცემათა კოლოფი კი არის 7 სიჩქარიანი „რობოტი“. წონა - 1339 კილოგრამი.

991 თაობის Porsche 911 GT2 RS-ს კი  აქვს 700 ცხენის ძალა (750 ნმ) ექვსცილინდრიანი 3.8 ლიტრიანი ძრავა, 7 სიჩქარიანი „რობოტი“ და 1470 კილოგრამი წონა. ფასი 207 ათასი ფუნტი სტერლინგია.

შედეგები ძალიან ახლოს იყო, თუმცა უმჯობესია თავად ნახოთ. 




ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად