Porsche-ს აუქციონზე გამოაქვს უნიკალური 911 Classic Club Coupe
Porsche-ს აუქციონზე გამოაქვს უნიკალური 911 Classic Club Coupe
06.06.2023
უნიკალური Porsche 911 Classic Club Coupe აუქციონზე გაიყიდება. Porsche Classic-ის განყოფილების მანქანა ერთ ეგზემპლარად არსებობს და აშენდა Sonderwunsch პროგრამის ფარგლებში. მას საფუძველად უდევს იყო 996 თაობის 911 კარერა, მაგრამ საბოლოოდ კუპე ორიგინალისგან განსხვავდება როგორც გარეგნულად, ასევე ტექნიკურად.

911 Classic Club Coupé არის Porsche Classic-ისა და Sonderwunsch-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი. სპორტული ავტომობილი ამერიკის Porsche Club-მა შეუკვეთა 911 Carrera (996) ბაზაზე. აქ კორპუსი გაძლიერებულია, სტანდარტული ძრავისა და ტრანსმისიის ნაცვლად გამოიყენება 996.2 GT3 ძრავი, ხოლო დიზაინი შეიცავს მითითებებს პორშეს სხვადასხვა ისტორიულ მოდელებზე. ასევე,
სახურავზე ორი ძლივს შესამჩნევი ამობურცულობა არის პატივის მიგება 911 Panamericana (1989), Carrera GT და 911 Sport Classic მოდელებისადმი.

„იხვის კუდის“ სპოილერი გვამისამართებს 1972 წლის 911 RS 2.7-თან: ის დამზადებულია მინა-ბოჭკოვანი პლასტმასისგან და აღჭურვილია სამუხრუჭე მაშუქით. ბორბლები არის 18 დიუმიანი Fuchs.  911 Classic Club Coupe-ის სალონში შეგიძლიათ იპოვოთ დაფა, რომელზეც წერია „911 Classic Club Coupe No. 001/001”, რომელიც ადასტურებს მის ერტადერთ ტირაჟს.

უნიკალური 911 Classic Club Coupe, Broad Arrow Auctions-ზე გაიყიდება, რომელიც Porsche-ს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ არ ვიცით, რა ჯდება კუპეს აწყობა, მაგრამ აუქციონერები
გვთავაზობენ 2023 წლის 911 Sport Classic-ს, როგორც საორიენტაციო ღირებულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რესტომოდის ღირებულება 223 000 დოლარი იყო.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად