Москвич-ი არეგისტრირებს სავაჭრო ნიშანს ახალი კროსოვერისთვის
Москвич-ი არეგისტრირებს სავაჭრო ნიშანს ახალი კროსოვერისთვის
30.05.2023
კომპანია Москвич არეგისტრირებს Москвич 5 სავაჭრო ნიშანს. თავად მოსკოვის საავტომობილო ქარხანას ჯერ არ გაუმჟღავნებია დეტალები ახალი პროდუქტის შესახებ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება JAC X6 ან JAC X7 კროსოვერი რუსიფიცირებული სახელწოდებით. ის რუსულ ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შევიდეს კიდევ ერთ ახალ მოდელთან - Moskvich 6 liftback-თან ერთად (იგივე ჩინური Sehol Yao). პარალელურად ქარხანა საკუთარ პლატფორმაზე მუშაობს და ლოკალიზაციის გაღრმავების გზებს ეძებს.

ახლა Москвич ყიდის მხოლოდ ორ მანქანას - Москвич 3 (JAC JS4) და ელექტრო Москвич 3e (JAC E40X). Москвич 5,
რომელიც ხაზს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს, „სამიანზე“ დიდი იქნება. გასული წლის პრეზენტაციით თუ ვიმსჯელებთ, ორი კანდიდატია - JAC X6 და X7. პირველი აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით 150 ცხენის ძალისთ (230 ნმ ბრუნვის მომენტი), მეორე უფრო მძლავრი 1.5 ლიტრიანი და 174 ძალთ (277 ნმ).

მეორე სიახლე, Москвич 6, ეს არის Sehol Yao  ლიფტბეკის ანალოგი, რომლის სურათიც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ახალი ემბლემით გაავრცელა. მანქანა აღჭურვილია 1.5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 184 ძალას და 300 ნმ ბრუნვას და დაწყვილებულია "რობოტთან". აღჭურვილობის სიაში შედის 10,4 დიუმიანი ციფრული ინსტრუმენტების
კლასტერი, ყოვლისმომცველი კამერები და ელექტრო უკანა კარი.

მაისის მეოთხე კვირის შედეგების მიხედვით, Москвич პირველად შევიდა ყველაზე პოპულარული ბრენდების ათეულში, რომელმაც გაყიდა 522 ავტომობილი. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მოსკოვის ქარხანამ გადაწყვიტა საცალო ვაჭრობა უკანა პლანზე გადაეტანა, და ფოკუსირება მოახდინა კორპორატიულ კლიენტებზე - ტაქსის და ქარშეარინგ სერვისებზე.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად