Brabus-მა გაზარდა ფლაგმანური ელექტრომობილის Mercedes-AMG EQS 53 დიაპაზონი
Brabus-მა გაზარდა ფლაგმანური ელექტრომობილის Mercedes-AMG EQS 53 დიაპაზონი
10.05.2023
Brabus-მა თავისი ფლაგმანი ელექტრო მანქანის Mercedes-AMG EQS 53 დიაპაზონი გაზარდა. ტიუნინგ სტუდია Brabus ცნობილია ძირითადად Mercedes-Benz-ის მოდელებზე დამშავების პროექტებით, მაგრამ მას შემდეგ რაც ბრენდმა გადაწყვიტა დაუფლებოდაა ელექტრო მანქანების სეგმენტს, გერმანელ ავტომწარმოებელს ატელიეს სპეციალისტებიც მიჰყვნენ. Mercedes-Benz EQC ელექტრო კროსოვერის და Mercedes-Benz EQS 450 ლიფტბეკის გაუმჯობესების შემდეგ, ტიუნერებმა წარმოადგინეს ფლაგმანი Mercedes-AMG EQS 53.

Brabus-ში მოდიფიცირებულ ლიფტბეკს შეუძლია გადატვირთვის გარეშე 7% უფრო შორს იმოგზაუროს, ვიდრე სტანდარტულად. ოპტიმიზებული აეროდინამიკა ენერგიის რეზერვის გაზრდას დაეხმარა. ნახშირბადის ბოჭკოვანი ელემენტების ერთობლიობამ არა მხოლოდ გახადა Mercedes-AMG EQS 53 გარეგნულად უფრო
აგრესიული, არამედ შეამცირა ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 7.2%-ით.



Brabus Monoblock M Platinum Edition ბრენდირებული 22 დიუმიანი ბორბლები Pirelli P Zero საბურავებით და Brabus SportXtra დაკიდების მოდული, რომელიც ელექტრო მანქანას მიწაზე 15 მილიმეტრით აახლოევბს წინ და 20 მილიმეტრით უკან, ასევე მუშაობს აეროდინამიკური მუშაობის ოპტიმიზაციაზე. თუ ინტერიერზე ვსაუბრობთ, მაშინ მოდელისთვის ხელმისაწვდომია ბრენდირებული Brabus Masterpiece სალონი კლიენტის გემოვნებით ფერების და მასალების ნებისმიერი კომბინაციით.ასევე შემოთავაზებულია ახალი იატაკის ხალიჩები, ნახშირბადის ბოჭკოვანი სატერფულები, ზღურბლები და სავარძლების ახალი ბალიშები.

ტექნიკური გაუმჯობესების არარსებობის მიუხედავად, Mercedes-AMG EQS 53-ი იაფი არ იქნება. Brabus-ის ვარიანტი მინიმუმ 100
ათასი ევროთ უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული ელექტრო ლიფტბეკი.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად