Bugatti-მ სერიული Bolide ჰიპერქარი გვაჩვენა
Bugatti-მ სერიული Bolide ჰიპერქარი  გვაჩვენა
22.04.2023
Bugatti-მ სერიული სატრეკო ჰიპერქარის Bolide-ის ფოტოები გაავრცელა. ის მხოლოდ 40 ეგზემპლარად გამოვა და ექნება საკულტო W16 8.0 ძრავა ოთხი ტურბო დაბერვით, რომელიც 1600 ცხენის ძალას და იგივე რაოდენობის მაბრუნს ავითარებს.

2021 წელს გამოცხადებული მცირეტირაჟიანი Bugatti Bolide ტესტირების შემდეგ ფაზაში შევიდა. ჰიპერკარში კომპანიამ გამოიყენა ახალი მონოკოკი, ბურთიანი საკიდარი და ნახშირბადის მუხრუჭები, რისთვისაც მათ უნდა შეექმნათ სპეციალური კლიპერები, რომლებიც გამოიმუშავებდნენ და შთანთქავდნენ სითბოს ეფექტურად.

Bolide კონცეპტის მთავარი  „ხიბლი“ იყო ჰაერის მიმნრები, რომელსაც შეეძლო ფორმის შეცვლა. დაბალ სიჩქარეზე სხეული მთლიანად გლუვი იყო, მაღალი სიჩქარისას
კი იგი იფარებოდა "ბუშტებით" - ისინი ჰაერის ნაკადს უფრო დიდხანს აყოვნებენ ზედაპირზე, ამცირებდნენ წევას 10 პროცენტით და ამწევ ძალას 17-ით. ეს "ბუშტები" არ ჩანს სერიული ჰიპერკარის ფოტოებზე, თუმცა აშკარაა, რომ ბოლიდის აეროდინამიკაში ყველაფერი კარგადაა.

უკვე ცნობილია, რომ Bolide მიიღებს ექვსპუნქტიან ღვედებს, თავისა და კისრის დაცვის სისტემას (HANS), ხანძრის ჩაქრობის ავტომატურ სისტემას და საწვავის სწრაფ შევსებას. ბორბლები შეფუთული იქნება Michelin-ს საბურავებში.

მომხმარებლებისთვის ჰიპერმანქანების მიწოდების დაწყება 2024 წელს იგეგმება. თითოეულის ფასი ოთხი მილიონი ევროა.



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად