Mercedes-Benz Maybach EQS SUV - ყველაზე მდიდრული ელექტრო-ქროსოვერი
Mercedes-Benz Maybach EQS SUV - ყველაზე მდიდრული ელექტრო-ქროსოვერი
18.04.2023
Mercedes-Benz-მა შანხაის მე-20 საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე (Auto Shanghai 2023) რამდენიმე ახალი პროდუქტი ჩაიტანა, მათ შორის არის ულტრა-პრემიუმ კლასის ელექტრო კროსოვერი Maybach EQS SUV.

მანქანის მსოფლიო პრემიერაზე Mercedes-Benz-მა განმარტა, რომ ეს არის ყველაზე მდიდრული ელექტრომობილი, რომელიც კომპანიას ოდესმე გამოუშვიაა. EQS SUV-ს შეუძლია 813 კმ-მდე მანძილის გავლა ერთი დამუხტვით. 10%-დან 80%-მდე დატენვას სულ რაღაც 37 წუთი სჭირდება. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს კი 4,4 ან 6,4 წამში ახერხებს, კონფიგურაციის მიხედვით.



გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშის ინტერიერი შიგნიდან დაფარულია თეთრი ტყავით, მაგრამ მომხმარებლისთვის სხვა ფერის ვარიანტებიც არის გათვალისწინებული.
დიზაინის გამორჩეული დეტალი არის უზარმაზარი ეკრანი მთავარ ნაწილზე, რომელიც არსებითად იკავებს მთელ პანელს.



რაც შეეხება სხვა ახალ პროდუქტებს, ბრენდმაშანხაიში ასევე ჩაიტანა ჯერ კდიევოქტომბერში ნაჩვენები EQE SUV ელექტრო კროსოვერი. ავტომობილი, ჩინეთის  ბაზარზე 2023 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. დიდი ინტერესი გამოიწვია ასევე EQG ელექტრო უგზოობის მოდელის კონცეპტმა. SUV-ის თავისებურება ის არის, რომ მას ექნება ოთხი ძრავა - თითო თითოეულ ბორბალზე ინდივიდუალური კონტროლით.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად