დასახელდა ერთი წლის ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად უფასურდებიან
დასახელდა ერთი წლის ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად უფასურდებიან
10.04.2023
დაასახელა ერთი წლის ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად კარგავენ ფასს. ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის iSeeCars-ის ექსპერტებმა გააანალიზეს მეორადი მანქანების ბაზარი 2022 და 2023 მოდელის წლებისთვის და გაარკვიეს: საშუალოდ ერთი წლის ავტომობილი ახალზე 8,1 პროცენტით ნაკლები ღირს; აბსოლუტურ მაჩვენებლებში ზარალი დაახლოებით 3,7 ათასი დოლარია. თუმცა არის არაერთი მოდელი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად უფასურდება.

ანტირეიტინგის ლიდერები ევროპული პრემიუმ კლასის ავტომობილებია. Audi e-tron ითვლება ყველაზე წამგებიანი სწრაფი გადაყიდვისთვის: ელექტრომობილი კარგავს 27,8 პროცენტს ან თითქმის 22,8 ათას დოლარს წელიწადში. ოთხ აუტსაიდერში ასევე შედის Alfa Romeo Stelvio (-26,9%),
Mercedes-Benz C-Class (-24,6%) და Audi A4 (-24,3%) - ამ შემთხვევებში ზარალი 12-15 ათასი დოლარია.

ათეულში მხოლოდ ერთი "ამერიკელია": Chevrolet Silverado 1500 პიკაპი (-23,1%). სხვა მანქანები კი იაპონიიდან და გერმანიიდანაა. ესენია Nissan Titan-ის, Infiniti QX80, Nissan Murano, Infiniti Q50, Porsche Macan რომელტა  მფლობელების ზარალი შეადგენს 10-20 ათას დოლარამდე.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად