Mercedes-Benz-მა გაგვიმხილა Maybach-ის ელექტრო ქროსოვერის გამოჩენიას თარიღი
Mercedes-Benz-მა გაგვიმხილა Maybach-ის ელექტრო ქროსოვერის გამოჩენიას თარიღი
31.03.2023
ელექტრო Mercedes-Maybach EQS SUV-ის ჩვენება 17 აპრილს გაიმართება. Mercedes-Maybach EQS 680 SUV მსოფლიო პრემიერა შანხაის მოტორ შოუზე შედგება ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ტავად ავტომობილის შესახებ, გარდა ენერგიის მოხმარებისა კომბინირებული მართვის რეჟიმში. ამ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, EQS 680 SUV-ის სიმძლავრე შედარებადი იქნება EQS 53 4Matic-თან.

უდავოა, რომ სიახლე ეფუძნება ჩვეულებრივ EQS SUV-ს. ის მიიღებს საკუთარ სახელწოდებას EQS 680 და კომბინირებულ რეჟიმში მოიხმარს 22,5-24,4 კილოვატ საათს ყოველ 100 კილომეტრზე. იგივე რაოდენობას მოიხმარს, მაგალითად, EQS 53 4Matic +, რომლის ორი ელექტროძრავა 658–761 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

შანხაის საავტომობილო შოუზე პრემიერა ნიშნავს, რომ მერსედესი აგრძელებს ჩინეთის ბაზრის პრიორიტეტულად განხილვას. ამის ახსნა ძალიან მარტივია. ყოველთვიურად მხოლოდ ჩინეთში 600-700 Mercedes-Maybach S-კლასის სედანი იყიდება. გარდა ამისა, ელექტრომობილების პოპულარობა მაღალი ტემპით იზრდება - 2022 წელს მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22 პროცენტი, ანუ 4,35 მილიონი ერთეული იყო. ბაზრის თითქმის ნახევარი BYD-სა და SAIC-ს უკავია, დანარჩენზე კი სერიოზული ბრძოლაა ყველა მსხვილ მწარმოებელს შორის.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად