რომელი მეორადი ავტომობილის ყიდვა ღირს, რომელია ყველაზე გამძლე
რომელი მეორადი ავტომობილის ყიდვა ღირს, რომელია ყველაზე გამძლე
10.03.2023
შედგენილია მსოფლიო ბაზარზე ყველაზე საიმედო მეორადი მანქანების სია. კვლევა სადაზღვევო კომპანია MotorEasy-სთან ერთად გამოცემა Whatcar-ის ექსპერტებმა ჩაატარეს. მუშაობის მსვლელობისას ავტორებმა გამოკითხეს 25,000 მანქანის მფლობელი დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ მანქანებში აღმოაჩინეს ბოლო ორი წლის განმავლობაში. რესპონდენტთა პასუხებიდან გამომდინარე, მოდელების საბოლოო სიაში მოხვდა ყველაზე სანდო მანქანები, რომელთა ყიდვა შესაძლებელია  მეორად ბაზარზე.

ყველაზე საიმედო პრემიუმ კროსოვერების სიას სათავეში ჩაუდგა Volkswagen Touareg, რომლის მფლობელების მხოლოდ 12 პროცენტს ჰქონდა პრობლემები ბოლო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ პრობლემები უმნიშვნელო იყო.
სამეულში მოხვდნენ Porsche Macan და Mercedes-Benz GLE. გამოკითხულ მემანქანეებს შორის, ამ მოდელების მფლობელთა მხოლოდ 13 და 7 პროცენტი უჩიოდა პრობლემებს. თუმცა, GLE-ს მფლობელებს უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ძრავის ან ელექტრონიკის გამო.

Toyota RAV4 გახდა უდავო ლიდერი ყველაზე საიმედო სრული ზომის კროსოვერების სიაში. მოდელის მფლობელების ორი პროცენტის ერთადერთი საჩივარი იყო დაკიდების სისტემა. რეიტინგში შემდეგია წინა თაობის Honda CR-V და Lexus NX. ამ იაპონური მანქანების მფლობელებს ძირითადად მცირე პრობლემები ჰქონდათ გადაცემათა კოლოფთან ან ელექტრონიკასთან.

გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოავლინეს კომპაქტური მანქანების კატეგორიაში ყველაზე უპრობლემო მოდელებზე. აქ პირველ ადგილზე
Toyota Aygo იყო, რომლის მთავარ უპირატესობებს მფლობელები უწოდებდნენ დაბალ ღირებულებას, ეფექტურობას და მაღალ საიმედოობას. გარდა ამისა, ამ სეგმენტის სამეულში მოხვდნენ Honda Jazz და Volkswagen Up!-ის ჰეჩბეკები. იმისდა მიუხედავად, რომ ამ მანქანების მფლობელები ჩიოდნენ ძარასთან, დაკიდებასთან, ასევე ძრავთან და სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მფლობელებმა ხარვეზების უმეტესი ნაწილი გარანტიით აღმოიფხვრეს.


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად