კლასიკურ ავტომობილებში ინვესტიცია ყველაზე მომგებიანია
კლასიკურ ავტომობილებში ინვესტიცია ყველაზე მომგებიანია
10.03.2023
2022 წელს კლასიკური ავტომობილები გახდა ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია. ასეთი ავტომობილები  უფრო ძვირდება, ვიდრე სხვა საკოელქციო ნივთები. ამის შესახებ ნათქვამია Knight Frank მოხსენებაში.

კვლევა მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას, კაპიტალის ნაკადებს, ყიდვის ჩვევებს და ინვესტიციებს. კერძოდ, „ვნების ინვესტიცია“, რომელიც მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს, სამკაულებს, საკოლექციო მონეტებს და, რა თქმა უნდა, ავტომობილებს.

გასულ წელს, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, კლასიკური მოდელების საშუალო შეწონილი ფასი 25 პროცენტით გაიზარდა. 10 წლის განმავლობაში კი ზრდამ 185 პროცენტი შეადგინა. ავტომობილები  უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე საათები, ავეჯი, ბრილიანტები, ცნობილი მხატვრების
ნახატები და თუნდაც კარგი ღვინოები. ავტომობილებზე უკეთესი ინვესტიცია, მაგრამ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაჩვენები იყო იშვიათი გამოშვების ვისკიში (+373%).

გასულ წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იყო Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupé. ორკარიანი  სპორტქარი გერმანული ბრენდის მუზეუმის კოლექციიდან Sotheby's-ში 135 მილიონ ევროდ გაიყიდა.



ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად