Xiaomi-მ მისი პირველი ელექტრომობილის სახელი დაარეგისტრირა
Xiaomi-მ მისი პირველი ელექტრომობილის სახელი დაარეგისტრირა
01.03.2023
Xiaomi-მ თავისი პირველი მანქანის სახელზე უფლებები დაარეგისტრირა. Gizmochina-ს ცნობით, ელექტრონიკის მწარმოებელმა დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი Modena და კოდის სახელების რამდენიმე ვარიანტი. ბრენდის აღწერით თუ ვიმსჯელებთ, ის სპეციალურად მანქანების გასაყიდად იქნება გამოყენებული. ამრიგად, Xiaomi უახლოვდება თავისთვის ახალ საავტომობილო ბაზარზე შესვლას, რისთვისაც მას ამბიციური გეგმები აქვს - წელიწადში 10 მილიონზე მეტი მანქანის გაყიდვა.

Xiaomi Modena არის სრული ზომის სედანი, რომელიც ფოკუსირებულია კომპანიის საკუთარი თვითმართვის ტექნოლოგიაზე. უკვე ცნობილია, რომ ის მიიღებს AT128 ჰიბრიდულ ლიდარს, როგორც მთავარს და რამდენიმე დამხმარეს. ასევე, მანამდე ქსელში გაჟონილ ფოტოებს დავუჯერებთ,
სიახლემ მიიღო გამარტივებული კორპუსი მინის სახურავით, კარის ფარული სახელურებით და უჩვეულო ფორმის ოპიკით.

Modena,  ბაზარზე ორი ვერსიით გამოვა. პირველი აღჭურვილი იქნება ჩინური BYD-ის ბატარეით, მეორე კი CATL-ის მოწინავე Qilin ბატარეით, 15 წუთში ნულიდან 80 პროცენტამდე დატენვის შესაძლებლობით. თავად Xiaomi პასუხისმგებელია კი სისტემაზე.

მისი წარმოება სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება, ჩინეთის ბაზარზე მიწოდება დაიწყება იმავე წლის მესამე კვარტალში. მოსალოდნელია რომ მისი ოპერირება მოხდება პრემიუმ სეგმენტში. Xiaomi-ს უკვე 2025 წელს ეყოლება მეორე მოდელი სახელად Le Mans. თავდაპირველად კომპანია წელიწადში 300 ათასამდე მანქანას აწარმოებს, შემდეგ კი იგეგმება მოცულობის 10
მილიონამდე გაზრდა,


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად