წარმოდგენილია BMW X5 M და X6 M
წარმოდგენილია BMW X5 M და X6 M
22.02.2023
ფეისლიფტირებული X5-ისა და X6-ის დებიუტიდან სულ რამდენიმე კვირაში BMW-მ ფლაგმანები წარმოადგინა. 2024 სამოდელო წლის X5 M და X6 M შემოთავაზებულია უფრო მკვეთრი სტილით, უახლესი მოხრილი ციფრული სალონით და განახლებული V8 ძრავით.

იგივე სიმძლავრე, მაგრამ ელექტრიფიცირებული შესრულებით

განახლებული Competition მოდელები აწარმოებენ იმავე 617 ცხენის ძალას  და 750 ნმ მაბრუნ  მომენტს, როგორც მათი წინამორბედები. თუმცა, ორმაგად ტურბირებული 4.4-ლიტრიანი V8 რბილად არის ელექტრიფიცირებული 48 ვოლტიანი სისტემით და აქვს რამდენიმე განახლება. სისტემა დაწყვილებულია  რვა სიჩქარიან M Steptronic გადაცემათა კოლოფთან.

BMW აცხადებს, რომ განახლებული და ელექტრიფიცირებული სისტემა იწვევს
"მკვეთრ რეაგირებას და გაზრდილ ეფექტურობას" მიმავალი მოდელის ძრავთან შედარებით. მიუხედავად ამისა, არ იცვლება დინამიკური მონაცემები მას 0-60 mph (0-97 კმ/სთ) აჩქარებას 3.7 წამი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 155 mph (250 კმ/სთ) ან 177 mph ( 285 კმ/სთ) M Driver's Package სურვილისამებრ.



რაც შეეხება გარეგნობას, მას აქვს წვრილი LED ოპტიკა  და X- ფორმის LED უკანა მაშუქი. გამოცვლილია ბამპერები, აქვეა დიდი ნესტოები, ოთხკუთხედი გამოსაბოლქვი მილები და დიფუზორი, ყველა ეს დეტალი კი შესრულებულია შავ ფერში. გარდა ამისა, ფერების პალიტრა გაფართოვდა ახალი Brooklyn Grey მეტალიკით, Isle of Man Green მეტალიკით და
Frozen Pure Grey მეტალის ჩრდილებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება არის BMW Curved Display-ის დანერგვა, რომელიც თანდათან გვხვდება BMW-ს მთელ ხაზში. მოხრილი პანელი აღჭურვილია 12.3 დიუმიანი ციფრული ინსტრუმენტთა კლასტერით და 14.9 დიუმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანით, რომელიც მუშაობს BMW Operating System 8-ზე. ეკრანები აღჭურვილია M-სპეციფიკური გრაფიკით, ასევე მოყვება Head-Up Display. 

ორივე მოდელს სტანდარტულად აქვს ნახშირბადბოჭკოვანი ინტერიერის მორთვა, M ტყავის საჭე, Merino ტყავის შეფუთვა, სავარძლების გათბობა, Harman Kardon აუდიო სისტემა და პანორამული სახურავი. ოფციების სიიდან გამორჩეულია Bowers & Wilkins-ის აუდიო სისტემა, რბილად დახურულ კარებს, Panoramic Sky Lounge LED სახურავი, ასევე გათბობა/ვენტილაცია/ მასაჟის ფუნქცია სავარძლებზე.

2024 BMW X5 M და X6 M საჯარო დებიუტი Amelia Island Concours d'Elegance-ზე მარტში გველოდება, წარმოება კი სპარტანბურგის ქარხანაში აპრილში დაიწყება. ფასი იწყება $122,300-დან X5 M-სთვის და $127,200-დან X6 M-ისთვის. ფასი გაზრდილია  $13,700 და $9,600 შესაბამისად.





ბეჭდვა
ტეგები:
BMW, M, X5, X6,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად