BMW X5 და X6 განახლდა
BMW X5 და X6 განახლდა
08.02.2023
კომპანიამ BMW შუალედურად განაახლა ქროსოვერები X5 და X6. ორივე მოდელი გარეგნულად მცირედით განახლდა - შეიცვალა რადიატორის ცხაურა, ოპტიკა უფრო დაწვრილდა - სალონში კი ვხედავთ ახალ ციფრულ კლასტერს რომელიც მუშაობს სისტემაზე  iDrive 8.

უფრო სერიოზულად განახლდა ძრავების გამა, სადაც ახლა მხოლოდ ჰიბრიდებია, აქვთ 48-ვოლტიანი სტარტერ-გენერატორები, რომელიც სიმძლავრეს მცირე დანამატს აძლევს. ამასთან გაძლიერდა თავად ძრავებიც,  „ექვსიანის“ შემთხვევაში ზრდა არის 47 ცხენი და ჯამში აღწევს 380-ს, ამ მოცემულობით კი ადგილიდან 100-მდე 5,4 წამში ჩქარდება.



დიზელის მოდიფიკაციის შემთხვევაში xDrive30d-ს სიმძლავრე გაეზარდა 298 ცხენმადე, ხოლო აჩქარება
შემცირდა 6,1 წამამდე. ტოპ ვერსიაში M60i-ში კი შეიცვალა არა მხოლოდ დასახელება, არამედ ძრავიც. მას სრულიად ახალი 4.4 ლიტრიანი V8 აგრეგატი აქვს , რომელიც 530 ცხენს იძლევა, რომელსაც ვიცნობთ მოდელისგან X7 M60i xDrive.

ჩართვადი ჰიბრიდი კი დაკომპლექტებულია წყვილი „ექვსიანით“ რომლის მოცულობა 3 ლიტრია და ელ-ძრავთან ერთად ჯამში 490 ცხენის ძალას გამოსცემს. ამ შემთხვევაში მატება 96 ცხენია და მას ადგილიდან 100-მდე აჩქარება 4,8 წამში შუძლია, უწინდებური 5,6-ის ნაცვლად. გაიზარდა ელემენტები ტევადობაც, რამაც საშუალება მისცა მხოლოდ ელემენტებზე 110 კმ მანძილი დაფაროს.



ორივე სიახლე ამერიკული ქარხნის კონვეიერზე აპრილიდან შედგება.
X5-ის  ფასი ადგილობრივ ბაზარზე 65,200 დოლარიდან დაიწყება, ხოლო X6 73 900 დოლარიდან. ტოპ ვერსია X6 M60i კი 93,600 დოლარი ეღირება.

ბეჭდვა
ტეგები:
BMW, X5, X6,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად