Porsche ამზადებს 1000-ძალიან Taycan-ს ძლიერი კონკურენციისთვის
Porsche ამზადებს 1000-ძალიან Taycan-ს ძლიერი კონკურენციისთვის
30.01.2023
კომპანია Porsche ამზადებს 1000-ძალიან Taycan-ს, რათა კონკურენცია გაუწიოს Tesla და Lucid-ს. ფოტოჯაშუშებს ხელთ ჩაუვარდათ ჰარდკორული ელექტრომობილის პროტოტიპის ტესტირების მასალა, რომელიც პოლარული წრის ირგვლივ მიმდინარეობდა. არაოფიციალუყრი მონაცემებით, საუაბრია სრულამძრავიან, სამძრავიან სპეცვერსიაზე რომელსაც უკანა ბორბლებთან ცალკე მდგომი ძრავები ექნება. გარეგნულად კი ის სტანდარტული მოდელისგან გამორჩეული იქნება აეროდინამიკური შეფუთვით ფიქსირებული უკანა ანტიფრთით, სახეცვლილი ბამპერებითა და სხვა მცირე დეტალებით.

დღეისათვის Porsche-ს ყველაზე მძლავრი ელექტრომობილია 761-ძალიანი Taycan Turbo S, რომელიც 3,5 წლის წინ ვიხილეთ. მან ლოკალური ცვლილება კი განიცადა, რამაც მისცა საშუალება დაებრუნებინა ნიურბუნგრინგის მარყუჟის ყველაზე
სწრაფი ელექტრომობილის ტიტული, თუმცა აპგრეიდის გარეშე სამძრავინ ამერიკელებთან ბრძოლა გაუჭირდება.

Tesla Model S Plaidს 1034 ცხენის ძალა აქვს, ხოლო Lucid Air Sapphire-ს 1200, ასე რომ Porsche-ს მიზანი საკმაოდ ხილულია, თუ რას უნდა დაუმიზნოს.

დაუდასტურებელი ცნობით, 1000-ძალიანი Porsche Taycan წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად