განახლებული BMW X5 გამოიჭირეს
განახლებული BMW X5 გამოიჭირეს
22.01.2023
პორტალმა Cochespias.net გაავრცელა შუალედურად განახლებული BMW X5-ის ფოტოები. სავარაუდოდ ვიღაცამ ქსელში ჩაუშვა სტუდიური ფოტოები რომელსაც კომპანია მსოფლიო პრემიერისთვის ამზადებდა.

რაც შეეხება ცვლილებებს, უკანა ნაწილში ის საერთოდ არ შეცვლილა და ერთადერთი რაც გამოიცვალა ეს ოპტიკის სხვა ნახატია. წინა მხარეს კი ცვლილება უფრო მასშტაბურია: მას აქვს ახალი ბამპერი, ოპტიკა და რადიატორის ცხაურაც კი.

BMW-მ რესტაილინგის სადემონსტრაციოდ შეარჩია ვერსია xDrive40i. მისთვის სავარაუდოდ შმეოგვთავაზებენ ორი ტიპის პაკეტს, ჩვეულებრივ და M-პაკეტს. სალონის ფოტოები კომუფლიაჟის გარეშე ჯერ არ არის. ცხადია რომ ის გადავა მულტიმედიაზე iDrive 8 და
მოირგებს უფრო X7-ის პანელის კონფიგურაციას.

მის ოფიციალურ დებიუტს წესით მალე უნდა ველოდოთ. მისი გაყიდვებს გაზაფხულიდან დაიწყებენ, მოგვიანებით კი განახლდება ყველაზე მძლავრია М-ვერსია, ხოლო დეკემბრისკენ უნდა ველოდოთ Х6-ის რესტაილინგსაც.


ბეჭდვა
ტეგები:
BMW, X5,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად