მსოფლიოში სახელგანთქმული ავტომრბოლელი კენ ბლოკი 55 წლის ასაკში დაიღუპა.
შემთხვევა მოხდა იმ დროს როცა ბლოკი სნოუმობილით მარტო კატაობდა, რა დროსაც მას თავზე საკუთარი თოვლმავალი აუყირავდა და ქვეშ მოყვა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ის ტრამვა რომელიც პილოტს ინციდენტის შედეგად მიადგა. შემთხვევა აშშ-ში იუტას შტატში მოხდა, წერს TMZ Sports. მათივე ცნობით, დეტალები ამ მომენტისთვის ზუსტდება.
კენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა გუნდმაც Hoonigan, სადაც ბლოკის ხედვებზე, მის პიონერობაზე და სანიმუშოობაზე წერენ. ისინი მეუღლე ლუსისა და მის 3 შვილს სამძიმარს უცხადებენ, შესანშნავი მეუღლისა და
მამის გარდაცვალების გამო.
იუტაში ყოფნის ამსახველი ფოტო ბლოკმა ინსტრაგრამზე ორშაბათს დილას გაავრცელა.
კენ ბლოკი იყო სოც-მედიის უდიდესი ვარსკვლავიც ავტომრბოლელებს შორის, მას მილიონობით მიმდევარი ჰყავდა.
საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც მანქანას საქართველოში ფლობს, კანონმდებლობით ვალდებულია, რომ გარკვეული პერიოდულობით მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გაატაროს.
JD Power-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტ ტექნოლოგიას აერთიანებენ თავიანთ ახალ მანქანებში, მაგრამ მომხმარებლები უკმაყოფილონი არიან ინოვაციებით.
AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ არნოლდ შვარცენეგერთან. არნი გერმანულ ავტომწარმოებლებს უტევს, ეკოლოგიური ავტომობილებისთვის იბრძვის და ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს იხსენებს.