Bugatti Profilée - Chiron-ის კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდიფიკაცია
Bugatti Profilée  - Chiron-ის კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდიფიკაცია
22.12.2022
კომპანიამ Bugatti ოფიციალურად წარმოადგინა თავის კალსში ერთადერთი ჰიპერქარი - Chiron Profilée. მოდელ Chiron-ის ოჯახის კიდევ ერთი წევრი გამორჩეულია განსაკუთრებული დიზაინით და შეფუთვით და ამავდროუალდ ის გახლავთ ერთ-ერთი უკანასკნელი Bugatti W16 ძრავით. ავტომობილი ჯერაც არ გაუყიდიათ და ის RM Sotheby's აუქციონზე 1 თებერვალს იპოვის მფლობელს. ამბობენ რომ ავტომობილი 10 მილიონ დოლარამდე გაიყიდება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

როგორც ცნობილია ვერსია Chiron Pur Sport კომპანიამ 2020 წელს წარმოადგინა და ის უმალვე გაიყიდა. კლიენტები კი ითხოვდნენ ასევე სპორტულს თუმცა უფრო ელეგანტურ და ნაკლებად ჰარდკორულ
ვერსიას. ასე გაჩნდა Profilée. კომპანიას გაცხადებული ჰქონდა, რომ Chiron-ის სხვადასხვა ვარიანტების მხოლოდ 500 ეგზემპლარს გამოსცემდა, თუმცა Profilée გახდა 501-ე Chiron და ასე გახდა ერთადერთ ეგზემპლარად გამოცემულ ავტომობილად.



ჰიპერქარისთვის შეიმუშავეს ძარას გამორჩეული ფერი Argent Atlantique, ხოლო ქვედა ნაწილი ნაშირბოჭკოთი შემოსეს. ასევე უნიკალურია ბრობლები. Profilée არის პირველი მოდელი რომლის სალონში ვხედავთ განსაკუთრებულ ტყავის მასალას, ის გამოყენებულია, მართვის პანელზე, კარის პანელებზე და ცენტრალურ კონსოლზე.

ის მოქმედებაში მოჰყავს 1500-ძალიან W16-ს. მას ადგილიდან 100-მდე აჩქარება 2,3 წამში შეუძლია, ხოლო 200-მდე 5,5 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ-ია, მაშინ როცა  Chiron Pur
Sport-ს 350 აქვს.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად