Mercedes-Benz-მა დაიწყო შეკვეთების მიღება ყველაზე მოდურ Maybach-ზე
Mercedes-Benz-მა დაიწყო შეკვეთების მიღება ყველაზე მოდურ Maybach-ზე
19.12.2022
Mercedes-Benz-მა გახსნა შეკვეთების წიგნი ბრენდის ყველაზე მოდური მოდელისთვის Mercedes-Maybach S-Class Haute Voiture. Maybach-ის ამ სპეც-სერიის დებიუტი დუბაიში ვიხილეთ და ის დაფუძნებულია ვერსიაზე S 680 4Matic, თუცმა გამორჩეულია უნიკლური გაფორმებით როგორც ექსტერიერში ასევე ინტერიერში. სალონის გაფორმებისთვის აქ გამოყენებულია პერფორირებული ტყავი და ბუკლეს ქსოვილი ორიგინალური ნახატით, იატაკი და კარის რუკები კი შესრულებულია ბეწვისგან და მოჰერისგან.

სერიული Mercedes-Maybach S-Class Haute Voiture პრაქტიკულად ერთი-ერთში იმეორებს შვიდი თვის წინ წარმოდგენილ კონცეპტს. შეკვეთების მიღებამდე მწარმოებელმა ლიმუზინების ტირაჟი გაგვიმხილა და ასევე ტექნიკური ნაწილი, რომ ის გაიმეორებს S 680
4Matic-ს, რომელიც V12 ძრავითაა აღჭურვილი. ის მხოლოდ 150 ეგზემპლარად გამოვა.

მოდელის სამიზნე აუდიტორია გახლავთ ახლო აღმოსავლეთი, თუმცა გაიყიდება შტატებშიც. ფასს კი 2023 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადებენ, სავარაუდოდ ის უფრო ძვირი იქნება 229 ათასდოლარიან Mercedes-Maybach S 680 4Matic-ზე.



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად