Bugatti-ს ახალი ჰიპერქარს არანორმალური ბენზინის ძრავი ექნება
Bugatti-ს ახალი ჰიპერქარს არანორმალური ბენზინის ძრავი ექნება
19.12.2022
Bugatti-ს ახალ ჰიპერქარს "სრულიად არანორმალური" ახალი ძრავით აღჭურვავენ, ამის შესახებ კომპანია Bugatti Rimac-ის დირექტორმა მათე რიმაცმა Auto Express-თან ინტერვიუში განაცხადა. ხორვატმა ნოვატორმა და ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ Chiron-ის მემკვიდრეს არ ექნება არაფერი საერთო Bugatti წინა მოდელებთან და Rimac Nevera-სთან და მასზე მუშაობა ნულიდან იწყება.

ახალი ჰიპერქარის პრეზენტაციას 2024 წელს ველოდებით, თუმცა მიწოდება ალბათ ოდნავ დაგვიანდება.

ინტერვიუში რიმაცმა გაგვახსენა, რომ  Volkswagen-ის კონცერნს ჰქონდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად ისინი ან უნდა დამშვიდობებოდნენ Bugatti-ს ან ის სხვისთვის უნდა მიეცათ, თუმცა ახალაგზრდა ტოპ-მენეჯრმა შეძლო მოლაპარაკება
Bugatti და Rimac-ის შერწყმაზე, იმიტომ რომ ხორვატს ჰქონდა მკაფიო გეგმა, თუ როგორი იქნებოდა Chiron-ის მემკვიდრე.

სუპერქროსოვერის გეგმაზე რიმაცმა უარი ეგრევე თქვა და მხოლოდ ჰიპერქარზე კოცნენტრირდა. ის გვპირდება რომ სიახლე გახდება არისტოკრატიული პერფექციონიზმი ფრანგული ბრენდისთვის, ხოლო მისი გული იქნება ჰიბრიდული. ძრავზე მუშაობა უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ჯამში გამოვა რომ მხოლოდ ძალისმიერ მწყობაზე დაიხარჯება შემუშავების 5 წელი.

რიმაცის თქმით Chiron-ის მემვკიდრე შეძლებს ავტობანზე 400-ზე მეტი სიცქარით გადაადგილებას, თუმცა ამავდროულად იქნება საკმაოდ კომფორტული, ისე რომ ოპერაშიც კი წახვალთ. სხვა მახასიათებლებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად