შუმახერი უმცროსი გერმანულ საჯინიბოში Haas-დან გადავიდა, თუმცა არც ახალ საჯინიბოში უწერია ძალიან მალე პროფესიონალურ რბოლებში გამოსვლა, იმიტომ რომ ის რეზერვში ჩაირიცხა. 23 წლის მრბოლელი გახდება ლუის ჰემილტონისა და ჯორჯ რასელის რეზერვი პილოტი, თუმცა ის აქტირუად ჩაერთვება გუნდის ახალი ბოლიდის W14-ის შექმნაში, 2023 წლის სეზონისთვის.
როგორც პილოტი ამბობს ის მოხარულია, რომ ხდება ამ დიდებული გუნდის რეზერვი
მიკ შუმახერი Formula 3 European Champion-ის 2018 წლის სეზონის გამარჯვებულია და ასევე აქვს F2-ის ტიტულიც, შესაბამისად ახლა ნამდვილად მოვიდა დრო დიდ რბოლებში ასპარეზობის. მან Haas-თან 2 წელი ითანამშრომლა და ჯამში 43 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის ვერ არის ისეთი წარმატებული როგორც მისი მამა იყო კარიერის დასაწყისში.