Porsche სანდოობის ანტირეიტინგის ლიდერია
Porsche სანდოობის ანტირეიტინგის ლიდერია
12.12.2022
კომპანია Porsche მოულოდნელად გაულიდერდა ყველაზე არასანდო საავტომობილო ბრენდების რეიტინგს, რომელიც შეადგინა ბრიტანულმა კომპანიამ Warrantywise. აღნიშნული კომპანია გაფართოვებული გარანტიების მომსახურებას ეწევა და მან იმ საავტომობილო ბრენდების საკუთარი რეიტინგი წარმოადგინა რომელთა მოდელები ყველაზე ხშირად ხვდებიან არაგეგმიურ რემონტზე.

დიდი სხვაობით აღნიშნული რეიტინგის ლიდერი გახდა Porsche, სულ კი ათეულში მოხვდა 9 ევროპული ბრენდი — Land Rover, Jaguar, Alfa Romeo, Audi, BMW, Mercedes-Benz, Vauxhall და Volvo და ერთიც  აზიური - Mitsubishi.

Warrantywise-მა რეიტინგი საკუთარი ქულათა სისტემის მეთოდით შეადგინა, თუმცა აქვეა კიდევ ერთი შკალა, რომელიც ზომავს რემონტის
ფასს. აქ ლიდერები გახდნენ Land Rover და Mercedes-Benz, რომელთა არაგეგმიური რემონტი ძალიან ძვირი ჯდება. ასევე საკმაოდ ძვირიანია Audi, BMW და Jaguar-ის ავტომობილების მოსმახურება.

ყველაზე ნაკლებად Warrantywise-ის გაფართოვებული გარანტიებით აზიური ბრენდები სარგებლობენ, ამასთან მათი გარემონტება ევროპულ პრემიუმ ბრენდებთან შედარებით ბევრად იაფია.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად