300,000+ კმ - დასახელდა ყველაზე გამძლე ავტომობილები
300,000+ კმ  - დასახელდა ყველაზე გამძლე ავტომობილები
01.12.2022
ამერიკულმა სააგენტომ iSeeCars შეადგინა ყველაზე გამძლე ავტომობილების რეიტინგი, რომელთა რესურსი 320 ათას კმ-ს აღემატება. კვლევა იყო მასშტაბური, ექსპერტებმა გამოკიტხეს 2 მილიონზე მეტი მძროლი რომლებიც ფლობდნენ ავტომობილებს 20 წელზე მეტია, აუცილებელი პირობა იყო რომ ეს მოდელები ბაზარზე მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა ყოფილიყო. შედეგად კი რეიტინგის ლიდერი გახდა Toyota რომელიც არაერთხელ ჩადგომია სათავეში სანდო ავტომობილების რეიტინგს .

პირველ ადგილზე გავიდა მოდელი Toyota Sequoia, რომელიც გამოკითხულთა განცახებით საშუალოდ 477,000 კმ გარბენს ფარავს. ეს ბევრად აღემატება მეორე ადგილოსანი მოდელის მაჩვენებელს, რომელზეც არის Toyota —
Land Cruiser   450 ათასი კმ-ით. მესამეზე გავიდა  Chevrolet Suburban (428 ათასი კმ), მეოთხეა — Toyota Tundra (412 ათასი კმ), ხუთეულს ხურავს GMC Yukon XL (406 ათასი კმ).

ამის შემდეგ პირველ ათეულში არიან  Toyota Prius, Chevrolet Tahoe, Honda Ridgeline, Toyota Avalon და Toyota Highlander Hybrid. მე-11-ზეა Expedition, რომელიც გამოდგა ყველაზე გამძლე Ford. Honda Pilot კი მე-15-ტეა, ერთადერთი Nissan ამ რეიტინგში გახლავთ მოდელი — Titan — და ის მე-18 ადგილზეა. რეიტინგს ხურავს  ჰიბრიდული Toyota Camry, რომელიც საშუალოდ 371 ატას კმ-ს უძლებს.

iSeeCars-მა ცალკე შეადგინა ყველაზე „გამძლე“ ქროსოვერების,
უგზოობის მოდელების, სედანების და ჰეჩბეკების რეიტინგი, ასევე ელექტრომობილების.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად