Bugatti-მ W16 Mistral-ის მახასიათებლები გაგვაცნო
Bugatti-მ W16 Mistral-ის მახასიათებლები გაგვაცნო
13.11.2022
ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის გამაში 2022 წლის ზაფხულამდე არაერთი მოდიფიკაცია ვიხილეთ, თუმცა ყველა მათგანს ქონდა დახურული ორკარა მოდიფიკაცია, ხოლო W16 Mistral-ის გამოჩენა ნამდვილად აღსანიშნავია ფაქტი გახდა ბრენდის განვითარების მიმართულებით. პირველ რიგში W16 Mistral გახდა ბრენდის პირველი აქტუალური როდსტერი, მეორე, მანქანა იქნება უკანასკნელი Bugatti ბენზინის W16 ძრავით, მესამე, სიახლე ბრენდის ყველაზე დინამიური როდსტერი გახდება.

ახლა კი კომპანიამ ბრენდის შესახებ დინამიკური მახასიათებლებიც გაგვაცნო. ბრენდის განცახდებით ავტომობილი განსაკუთრებულ რეჟიმში Top Speed შეძლებს 420 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას, ხოლო განსაკუთრებულ მოჭიდების ძალას შექმნის წინა სპლიტერი და დიფუზორი
უკანა ბამპერში.



მოდელის ძრავი, რომელსაც ეწოდა Thor 1600 ცხენს იძლევა და 1600 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს. ის არა მხოლოდ ბრენდის ყველაზე სწრაფი როდსტერი ხდება, არამედ საერთოდაც. ამასთან მოდელის მხოლოდ 99 ეგზემპლარს გამოსცემენ და ის 5 მლნ ევრო ეღირება. მიწოდება კი 2024 წლიდან მოხდება. ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად