Aurus-ის არაბული „ექსპანსია“ დაიწყო?
Aurus-ის არაბული „ექსპანსია“  დაიწყო?
18.10.2022
არაბული გამოცემა Al Mayadeen-ის ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სპასრეთის ყურის სხვა ქვეყნებში, რუსული პრემიუმ კლასის ავტომობილების Aurus-ის ექსპორტი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შესახვედრად ჩასული საემიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანის ვიზიტის პარალელურად. პულკოვოს აეროპორტში სტუმარს რუსებმა სწორედ Aurus-ის შეჯავშნული მოდელი დაახვედრეს.

თავად რუსულ კომპანიას Aurus-ების საზღვარგარეთ ექსპროტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა შეჯავშნული ავტომობილების დიდი პარტიის საემიროებში გაგზავნის შესახებ რუსეთის ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. მაშინვე დაანონსდა კომპანიის პირველი
უცხოური შოურუმის გახსნა, მაგრამ არც ეს ავტოსალონი ამ დრომდე არ გახსნილა და ის მხოლოდ მოსკოვში ფუქნციონირებს.

რუსეთის შიდა ბაზარზე კი Aurus-ის გაყიდვები ცალობითია, წელს კომპანიამ მხოლოდ 12 სედანი Senat გაყიდა, არადა კომპანიის ელაბუგის ქარხანა გასული წლის მაისიდან მუშაობს, რაც წლიურად 5,000 ავტომობილის წარმოების საშუალებას იძლევა. როგორც ხედავთ წარმოების ტემპები ჯერ ძალზედ მოკრძალებულია.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად