ფრანგებმა „მარადიული“ ავტომობილები დაასახელეს
ფრანგებმა „მარადიული“  ავტომობილები დაასახელეს
13.07.2022
ფრანგულმა გამოცემამ L’argus 2021 წელს ტექდათვალიერება გავლილი ავტომობილების მონაცემები გაანალიზა. კრიტერიუმი იყო ერთადერთი, ავტომობილების რაოდენობა რომელტაც ჰქონდათ 200,000 კმ-ზე მეტი გარბენი.

სრულაიდ მოულოდნელად რეიტინგში პირველ 6 პოზიციაზე განთავსდნენ ადგილობრივი ბრენდების ავტომობილები, თუმცა ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ Volkswagen, Audi და BMW-ც კი. ამასთან 200 ათასზე მეტი გარბენი ყველაზე ხშირად უფისქრიდებოდა Peugeot 307-ს. ასეთი ავტომობილები გასულ წელს 150 ათასი დაფიქსირდა.

ფრანგული Union Technique de l'Automobile, Motocycle et Cycle (UTAC), 2021 წელს ტექდათვალიერება გავლილი ავტომობილების 22%-ს ჰქონდა 200 ათასზე მეტი გარბენი. ხოლო 27%-ის ასაკი 15
წელზე მეტი იყო. შედეგად კი L'argus-მა შეისწავლა UTAC-ის ჩანაწერები და 25 ყველაზე გამძლე ავტომობილი გამოავლინა.

ჩამონათვალში პირველ 6 პოზიციაზე არიან ადგილობრივები: Peugeot 307, 306, Renault Clio II/III, Citroen Xsara Picasso და Peugeot 207.

მათ მოყვება Volkswagen Golf V, Golf VI, Golf Plus, Jetta V და Eos. ათეულს კი ხურავენ Renault Scenic II, Volkswagen Golf IV, Jetta IV, Bora და Citroen C4 Picasso I. ამის შემდეგ რეიტინგში ერთმანეთის მიყოლებით განლაგდნენ : Citroen C3 I,
Peugeot 308 I, Renault Megane II, Volkswagen Touran I და Caddy III, Peugeot 407, Citroën C4 I, Audi A3 II, Citroen Berlingo I, Renault Scenic I, Peugeot 306, Peugeot 406, Renault Megane III, Renault Kangoo I, BMW 3 სერია (E46) და Renault Scenic III.

ავტომობილების სიცოცხლის უნარიანობის გაზრდის ტენდენციას გამოცემა პირველ რიგში უკავშირებს ავტომობილების გაძვირებას. ფრანგების უმეტესობა ასე მარტივად ვერ იცვლის ავტომობილს. გეგმიური „დაბერების“ იდეას არ მსიდევენ ახალგაზრდებით 35 წლამდე, ისინი ახალი ავტომობილების შეძენაზე სუბსიდიების წინააღმდეგი არიან და ასევე ეწინააღმდეგებიან ე.წ.  დაბალი ემისიების ზონების შექმნას.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად