ცნობილია, Porsche და Mercedes-Benz-ის ნაცვლად რაზე გადაჯდებიან რუსები
ცნობილია, Porsche და Mercedes-Benz-ის ნაცვლად რაზე გადაჯდებიან რუსები
28.06.2022
რუსული საიტის Авто.ру-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ რუსები რომლებიც დღეს პრემიალური ავტომობილებით გადაადგილდებიან სამომავლოდ მზად არიან გადაჯდნენ კლასით დაბალ ავტომობილებზე. გამოკითხვა ჩატარდა მაისში და მასში 1,3 ატასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 33% მზადაა პრემიუმ კლასიდან კლასით დაბალ საფეხურზე მყოფ ავტომობილებზე გადაჯდნენ, 35% კი ფიქრობს ავტომობილის შეძენას მეორად ბაზარზე, მხოლოდ 17,4%-მა გამოთქვა სურვილი ისევ პრემიალური ავტომობილი შეიძინონ.

გამიკითხვის თანახმად მაგალითად ისინი ვინც დღეს Porsche Cayenne და Mercedes-Benz C- და E კლასის მფლობელები მზად არიან მომავალში გადაჯდენენ Toyota Camry-ზე. ამასთან ამავე
გამოკითხვამ აჩვენა რომ ისინი შემდეგ ავტომობილს მეორად ბაზარზე მოიძიებენ. არადა ჩვეულებრივ სიტუაციაში რუსები რომლებიც ჯერ ფლობენ Mercedes-Benz C-კლასის ავტომობილებს, შემდეგ არჩევანს აკეთებენ E-კლასზე.  მეორადი არჩევანს Toyota Camry-ზე აკეთებენ დღეს BMW X5 და X6, Lexus LX, Mercedes-Benz GLS, E- და S-კლასების მფლობელებიც კი.

რაც შეეხება მეორადი ავტომობილების შეძენის სურვილს, აქ გასაკვირი არაფერია, როგორც ცნობილია მარტიდან მოყოლებული იაპონურმა, კორეულმა გერმანულმა და ამერიკულმა ავტომწამროებლებმა გაყინეს ახალი ავტომობილების მიწოდება რუსეთისთვის.



ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად