Mansory-მ Mercedes-Maybach GLS კიდევ უფრო მდიდრული გახადა
Mansory-მ Mercedes-Maybach GLS  კიდევ უფრო მდიდრული გახადა
27.06.2022
იუნინგ ატელიე Mansory, რომელიც ამ ბოლო დროს კონცენტრირებულია Mercedes-Benz-ის ავტომობილების ტიუნინგზე, წარმოადგინა ახალი პროექტი, სუბ-ბრენს Maybach-ის მდიდრული ქროსოვერის Mercedes-Maybach GLS-ის დამუავების პაკეტი, რომელიც ისედაც ძალიან მდიდრულ და კომფორტულ ავტომობილად მიიჩნევა.

Maybach GLS 600-ისთვის ატელიემ შეიმუშავა ნახშირპლასტიკის შეფუთვა, რომელიც მოიცავს წინა ბამპერს ეფექტური სპლიტერით, გაფართოებულ დანართებს არკებზე, უკანა ხედვის უნიკალურ სარკეებს და სახეცვლილ უკანა ბამპერს ოტხიანი გამოსაბოლქვით. ასევე გაჩნდა ახალი სპოილერი სახურავზე. გარდა ამისა, აქვე ვხედავთ ახალ დიოდის ოპტიკას. შეგიძლიათ დააყენოთ წინა ბამპერის დამცავი „დუგი“ ან შავი ქრომის რადიატორის ცხაურა. საშტატო ბორბლები
შეიცვლება 24-იანით.

სალონისთვის კი დამუშავება უფრო მოკრძალებულია და აქ მხოლოდ სავარძლების ახალ შეფუთვას ვხედავთ. აქვეა მცირე ნახშირპალსტიკსი დეკორაციული ელემენტებიც.

რაც შეეხება ტექნიკურ ანწილს Mansory-იმ ისიც დაამუშავა და ახლა ამ დიდი ზომის ქროსოვერს ადგილიდან 100-მდე აჩქარება 4,4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიცქარე კი 300 კმ/სთ-ია.

დამუშავების ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად